შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმპიჩმენტის საკითხის განხილვის შესაძლებლობა მომავალი ორი დღის განმავლობაში იქნება და პრეზიდენტსაც შეეძლება, ამ განხილვაში როგორც თანამომხსენებელმა მიიღოს მონაწილეობა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმპიჩმენტის საკითხის განხილვის შესაძლებლობა მომავალი ორი დღის განმავლობაში იქნება.

როგორც სპიკერმა აღნიშნა, პარლამენტმა განხილვაში მონაწილეობის მისაღებად უკვე მიიწვია საქართველოს პრეზიდენტი და ელის ოფიციალურ დასტურს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე თანამომხსენებლის რანგში წარდგება, თუმცა მას არ ექნება დასკვნითი სიტყვის უფლება.

„ჩვენ გვაქვს 2 კვირა, ორ კვირაში უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული, ვინაიდან ახლა პლენარული სესიის კვირაა, ამიტომ შეგვიძლია განვიხილოთ საკითხი და კენჭი ვუყაროთ. ეს იქნება დადგენილების პროექტის არსი, რომ მიმდინარე კვირაში მოხდეს განხილვა და კენჭისყრა.

რაც შეეხება განხილვის ფორმას, ის მსგავსია პირველი მოსმენით საკითხის განხილვისა, კერძოდ, მომხსენებელი, ამ შემთხვევაში წარდგინების ავტორებიდან წარმომადგენელი გამოვა და წარმოადგენს თავის პოზიციას. შემდეგ რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ პარლამენტს შეუძლია მოიწვიოს შესაბამისი თანამდებობის პირი, ამ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი, განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. მე გუშინ მქონდა მიმართვა, როგორც ჩანს, ქალბატონ პრეზიდენტს სურს მონაწილეობის მიღება და ველით საბოლოო პასუხს და თუ ეს სურვილი არის, რა თქმა უნდა, მოვიწვევთ განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. როგორც თანამომხსენებელი გამოდის შესაბამისი თანამდებობის პირი [ამ შემთხვევაში პრეზიდენტი], როგორც მომხსენებელთან ისე თანამომხსენებელთან არის კითხვებისა და დაზუსტებების შესაძლებლობა, ვინაიდან რაიმე დარგობრივი მოსაზრებები აქ არ არის რელევანტური, კომიტეტის გამოსვლები არ იქნება და გადავალთ უკვე უფრაქციო წევრების, პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების გამოსვლებზე და ამის შემდეგ დასკვნით სიტყვის უფლება ექნება მომხსენებელს, თუმცა არა თანამომხსენებელს. ეს იქნება პროცედურა საბოლოო ჯამში, რომლის განხილვის შემდეგ იქნება კენჭისყრა, იცით რომ 100 ხმა იქნება საჭირო.

რაც შეეხება იმას თუ როდის იქნება განხილვა, ვფიქრობ, ჩვენი გრაფიკიდან გამომდინარე, ვფიქრობ რომ ხვალ დილიდან შეგვიძლია განვიხილოთ, ოთხშაბათი -ხუთშაბათი არის ორი დღე როცა შეგვიძლია რომ განვიხილოთ საკითხი. იქნება განხილვის შესაძლებლობა, თუკი გსურთ თქვენი პოზიციების დაფიქსირება შეგეძლებათ, რომ დააფიქსიროთ და მათ შორის საქართველოს პრეზიდენტსაც ექნება შესაძლებლობა ამ განხილვაში როგორც თანამომხსენებელმა მიიღოს მონაწილეობა და გამოვიდეს თანამომხსენებლის რანგში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა