სანდრო რაქვიაშვილი - შტაინმაიერი რომ ჩამოვიდეს და პრეზიდენტს რეზიდენციაში დაუკაკუნოს, ამან კარები არ უნდა გაუღოს? - რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, სრული მარაზმია, ამიტომ უნიჭო სპექტაკლს ჰგავს

ახლა შტაინმაიერი რომ ჩამოვიდეს და პრეზიდენტს რეზიდენციაში დაუკაკუნოს, ამან კარები არ უნდა გაუღოს? ან ღარიბაშვილი თანხმობას არ ეტყვის? - რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, სრული მარაზმია, ამიტომ ეს ყველაფერი უნიჭო სპექტაკლს უფრო ჰგავს, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კონსტიტუციურ უფლებებზე.

როგორც დეპუტატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, 18 ოქტომბერს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლას აპირებს, სადაც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, უბრალოდ სიტუაციას დააკვირდება.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი „არის რაღაც უცნაური სპექტაკლი“.

ამასთან, ის ამბობს, რომ კითხვები აქვს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ ,არამედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთანაც იმ კუთხით, რომ მას გარკვეულ კანონებზე ვეტოს დადება შეეძლო, თუმცა არ დაადო.

„ამიტომ მიჩნდება განცდა, რომ პრეზიდენტი „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში არ არის, მე არ მგონია, რომ ეს გულწრფელი დაპირისპირებაა. გასაგებია, შეიძლება რაღაც თეორიები ავაწყოთ, მაგრამ რაც არ ვიცი, იმაზე როგორ ვიმსჯელო. [მაგალითად] მე არ ვყოფილვარ ბიძინა ივანიშვილის და ვიღაცასთან სასაუბროდ რომ მენახა, რაზე შეთანხმდნენ... ან შეიძლება საუბარი არც ყოფილა არასდროს. უბრალოდ, ლოგიკის დონეზე არ მესმის მაგალითად, პრეზიდენტის ქცევა. არ მესმის „ქართული ოცნების“ პრეტენზია, მართლა სისულელეებს ამბობენ. ახლა რომ შტაინმაიერი ჩამოვიდეს და პრეზიდენტს რეზიდენციაში დაუკაკუნოს, ამან კარები არ უნდა გაუღოს? ან ღარიბაშვილი თანხმობას არ ეტყვის? ეს ხომ მარაზმია?! თუ კონსტიტუცია ასეთია, ე.ი. ეს კონსტიტუცია არ ვარგა. ანუ რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, სრული მარაზმია, ამიტომ ეს ყველაფერი უნიჭო სპექტაკლს უფრო ჰგავს“,-განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ სალომე ზურაბიშვილს, დეპუტატის თქმით, მისი არ სჯერა.

„არ მჯერა იმიტომ, რომ როგორ? ასეთი ძალაუფლება მქონდეს და მთავრობა მემუქრებოდეს? მთავრობასთან გულწრფელად დაპირისპირებაში ვიყო და ამხელა ძალაუფლებას არ ვიყენებდე? წარმოიდგინეთ, ყოველ მეხუთე კანონს რომ ვეტო დაადო ან უბრალოდ ვეტო კი არ დაადო, ამისგან ხომ პოლიტიკური ამბავი იქნება, ყურადღებას მიიპყრობ, შენი საპარლამენტო მდივანი მოვა და რაღაცას იტყვის, მთელი პოლიტიკურ პროცესი იქნება. შენ რომ რამდენიმე ათასი პატიმარი შეიწყალო, ისე არა რომ ყველა შეიწყალო, პროცესი მოაწყო, პარტიებთან კონსულტაციები გაიარო და თქვა, სასამართლო არ ვარგა და ვნახოთ, რა შეიძლება გავაკეთოთ, როგორ გამოვასწოროთ, ვინ გაბედავდა მის გადაყენებას ამ ქვეყანაში?“,-განაცხადა რაქვიაშვილმა და დასძინა, რომ „მიშას იქითაც შეიძლება შეწყალება, დანარჩენი 9 999 პატიმრის“.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა