დიმიტრი შაშკინი - „ბიძინა ივანიშვილის თამაშების“ ბოლო სეზონია სალომე ზურაბიშვილი - თუ ვინმეს სჯერა, რომ ის მართლა პროდასავლური კანდიდატურაა, ძალიან მარტივად შეიძლება დამტკიცდეს - გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი

ბიძინა ივანიშვილის თამაშების“ ბოლო სეზონი არის სალომე ზურაბიშვილი - თუ ვინმეს სჯერა, რომ ეს მართლა პროდასავლური კანდიდატურაა, მაშინ ძალიან მარტივად შეიძლება ეს ყველაფერი დამტკიცდეს - გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, მაშინ „ყველა მართლა დაიჯერებს, რომ ბიძინა ივანიშვილის სერიალის ბოლო სეზონი სხვა რეჟისურით წავიდა, რაღაცა შეეშალა და პროდასავლური კანდიდატი მართლა მივიღეთ“.

როგორც შაშკინმა აღნიშნა, სწორედ სალომე ზურაბიშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც საქართველოს 2008 წლის ომის დაწყება დააბრალა და ის მხოლოდ იმას აკეთებს, რასაც ბიძინა ივანიშვილი უბრძანებს.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის, ოლიგარქის „შიმშილის თამაშები“, რომელშიც სამწუხაროდ, ჩართულია საქართველო. ამ თამაშებს აქვს მხოლოდ და მხოლოდ სამი მიზანი. პირველი - გადაფარონ ის რეალური პრობლემები, რომლებიც ქვეყანაში არსებობს, მეორე - მაქსიმალურად დააზიანონ ევროინტეგრაციის პროცესი და მესამე - მოახლოებული არჩევნები, რომ ამ საარჩევნო პროცესში სალომე ზურაბიშვილის სახით, „პროდასავლური კანდიდატი“ შემოიყვანონ. ამ სამი მიზნისთვის შეიქმნა „შიმშილის თამაშები“.

ეს კინო ძალიან ბევრჯერ გვაქვს ნანახი და ამ კინოს 2012 წლიდან გვაჩვენებენ. რაღაც სერიალი შექმნა. 2012 წელს იყო ალასანია, რომელიც იყო დასავლეთის იმედი, რომელიც პროდასავლურ ფლანგზე თამაშობდა. ეს სეზონი დამთავრდა. მერე შემოვიდა „სეზონი უსუფაშვილი“, „სეზონი ხიდაშელი“, კიდევ რამდენიმე სეზონი იყო. ახალგაზრდა ვარსკვლავები, რომლებიც „რუსულ ოცნებაში“ იყვნენ და პროდასავლური ორიენტაციის იყვნენ. ყოველი სეზონი მთავრდება და ახალი იწყება. ამ თამაშების ბოლო სეზონი არის სალომე ზურაბიშვილი. თუ ვინმეს სჯერა, რომ ეს მართლა პროდასავლური კანდიდატურაა, მაშინ ძალიან მარტივად შეიძლება ეს ყველაფერი დამტკიცდეს. ეს მის ხელშია. შეასრულოს ზელენსკის, მაკრონის, პოლონეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის თხოვნა, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და ყველა მართლა დაიჯერებს, რომ ბიძინა ივანიშვილის სერიალის ბოლო სეზონი სხვა რეჟისურით წავიდა, რაღაცა შეეშალა და მართლა მივიღეთ პროდასავლური კანდიდატი,“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა