რომან გოცირიძე -  მოვუწოდებ პრეზიდენტს, ხვალ აიღეთ ბილეთი და წადით - იარეთ, იარეთ, როგორც დადიოდით „ქართული ოცნების“ და მტრის ჯინაზე

ქალბატონ სალომეს მოვუწოდებ, ხვალ აიღეთ ბილეთი და წადით, იარეთ, იარეთ, როგორც დადიოდით ამათ და მტრის ჯინაზე, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით სწორია.

„დღეს სალომე ზურაბიშვილი თქვენთან მიმართებით სწორია, ის ევროპის გზაზე დგას, საქართველოს ინტერესებს იცავს, უკრაინის გვერდით არის, ანტირუსულ პოზიციებზეა და მისი გადაყენების მთავარი ამოცანა იყო, რომ გაგეჩერებინათ და მისი პარალიზება მოგეხდინათ. ამიტომ, ქალბატონ სალომეს მოვუწოდებ, ხვალ აიღეთ ბილეთი და წადით, იარეთ, იარეთ, როგორც დადიოდით ამათ და მტრის ჯინაზე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს სრული პოლიტიკური, ზნეობრივი და სამართლებრივი ფიასკო განიცადა“.

„სამართლებრივი იმიტომ, რომ ამ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შედგება, კენჭისყრის დროს 100 ხმას ვერ მიიღებთ. იმის მიუხედავად, რომ თქვენი მთავარი მიზანი პრეზიდენტის გადაყენება იყო და შემდეგ იმ დესტრუქციული პროცესების წამოწყება, რაც ამ გადაწყვეტილებას მოყვებოდა. ერთადერთი, სადაც თქვენ გაიმარჯვეთ, ეს არის მორჩილი საკონსტიტუციო სასამართლო, დაკომპლექტებული შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული პირებით და „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებით“, - აღნიშნა გოცირიძემ.

გარდა ამისა, მისივე განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური მართლმსაჯულების ეტაპზე რაღაცას მიაღწია, თუმცა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში წყდება, სადაც ხმებისთვის დეპუტატები ვერ მოისყიდეს.

„პოლიტიკური მართლმსაჯულების ეტაპზე რაღაცას მიაღწიეთ, მაგრამ მთავარი გადაწყვეტილება ამ დარბაზში მიიღება. დიდი ჭორი და ხმაური იყო მედიაშიც, რომ დეპუტატები მოსყიდულები არიან. მართლაც, 6 მილიარდი აქვს იმ კაცს და 10 კაცი როგორ ვერ მოისყიდეთ? როგორ ვერ დააშანტაჟეთ?“, - აღნიშნა გოცირიძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა