დავით ჭიჭინაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე - ერთი ხელით მართულ მორიგ სპექტაკლს ვუყურებთ

სწორედ, სალომე ზურაბიშვილის წარდგენის გამო დავტოვე უმრავლესობა - არ შეიძლებოდა ამ ადამიანის პრეზიდენტად არჩევა, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ვერასოდეს გახდება სახალხო პოლიტიკოსი და ახლაც ერთი ხელით მართულ მორიგ სპექტაკლს ვუყურებთ.

„სწორედ, სალომე ზურაბიშვილის წარდგენის გამო დავტოვე მე უმრავლესობა. არ შეიძლებოდა ამ ადამიანის პრეზიდენტად არჩევა. რადგან, ეს არ იყო რიგითი დეპარტამენტის უფროსის დანიშვნა, ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალზე იყო საუბარი, მას კი, ადამიანების მხარდაჭერა არ ჰქონდა.

„ქართული ოცნება“ კი ძალადობდა, ანუ, ის ადამიანები, ვინც დღეს გამოდიან და ზურაბიშვილს ლანძღავენ, მაშინ ქართულ საზოგადოებას არა მარტო დაუპირისპირდნენ და დალანძღეს, პირდაპირ ბრძოლაში ჩაერთნენ ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ ვამბობ, რომ არაფრით არ შეიძლება ასეთი მორალის ადამიანები წარმოადგენდნენ დღეს ქართულ პოლიტიკურ ელიტას. თუმცა, ძველები, აი, „ოცნებას“, რომ განუდგნენ, მაგრამ არ დაპირისპირებიან ისინი, ისევ ზურაბიშვილის გვერდზე არიან და ეს ჩანს.

გამოდის, ერთი ხელია ისევ ამ ყველაფრის დირიჟორი. აი, ის ხელი, ყველა ძაფებით, რომ ჰყავს მიბმული... ახლაც მორიგი ახალი ლიდერის ჩამოყალიბების მცდელობაა. ანუ, მართალია ზურაბიშვილი არ არის სახალხო პოლიტიკოსი, სამაგიეროდ „ულაგებს“ ივანიშვილს, მაგალითად საფრანგეთში. ანუ გადასარევად ასრულებს იმას, რისთვისაც დაინიშნა. ამიტომ არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი მასზე განაწყენებული იყოს. პირიქით, ის ამბავი, ზურაბიშვილს და კობახიძეს ერთმანეთი რომ არ მოსწონთ, ამას ახალისებს კიდეც. ის მსგავსს ყოველთვის ახალისებდა „ოცნებაში“, ერთიანი გუნდი არასოდეს სჭირდებოდა და იმიტომ, ლიდერიც პრობლემად მიაჩნდა ყოველთვის. პრინციპში, როგორც მოექცა გახარიას კი ჩანს... მოკლედ, სალომე ზურაბიშვილიც ვერასოდეს გახდება სახალხო პოლიტიკოსი და ახლაც ერთი ხელით მართულ მორიგ სპექტაკლს ვუყურებთ.

ხალხის რეალური პრობლემები კი ისევ არავის აინტერესებს... აბა, რა 78-ე მუხლი, რის 52-ე, ვის აინტერესებს საერთოდ?! კონსტიტუციის დარღვევაზე, რომ გვესაუბრებიან, ეს ვითომ „დემოკრატიის მამები“, მე მინდა მეათასეჯერ ვკითხო, მაშინ, როდესაც: ეროვნულ ბანკზე ზემოქმედებენ, როდესაც ეროვნული ბანკი ინფლაციას არ იცავს, არადა კონსტიტუციით ის რომ არის ინფლაციაზე პასუხისმგებელი, სასამართლოზე რომ ზემოქმედებენ... ეს არ არის კონსტიტუციის შელახვა?! , - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა