ბერდია სიჭინავა - ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნება“ არის ლუზერების, იხვის ჭუკების გუნდი - „ოცნების“ ხელისუფლება დამარცხდა

დღეს, რაც დავინახეთ, ირაკლი კობახიძე და მთელი "ქართული ოცნება“ არის ლუზერების გუნდი, იხვის ჭუკების გუნდი. „კოჭლ იხვს“ უწოდებდა კობახიძე ქალბატონ პრეზიდენტს, ღირსებისგან სრულად დაცლილი გამოსვლა ჰქონდა დღეს. რა აღზრდა-განათლებაში, რომელ ქართველობაში ზის, ჩვენ რომელ წეს-ჩვეულებებში ზის ის, რასაც დღეს ირაკლი კობახიძე აკეთებდა?! -ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა, როდესაც ისაუბრა პარლამენტში გამართულ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით.

როგორც ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რეალურად ეს არ იყო მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის იმპიჩმენტი, არამედ ეს იყო ქვეყნის ევროპული მომავლის იმპიჩმენტი, რითაც რეპუტაციული ზიანი მიიღო, მაშინ, როდესაც დაახლოებით, 10 დღეში საქართველო ევროკავშირის შეფასებას ელოდება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება ქრონოლოგიას, რომ დავაკვირდეთ, კობახიძის სახეს შეხედეთ, ეს იყო ნათელი დასტური იმისა, რა ხდებოდა „ოცნებაში“ რამდენად სურდათ ამ ადამიანებს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ამ ადამიანმა, თავის გამოსვლაში დაახლოებით, 15 წუთი ჯერ ხომ ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მაგარია და როგორ ასაბუთებდა საკონსტიტუციო სასამართლოში თავის პოზიციას, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და სამ მოსამართლეს, რომლებმაც განსხვავებული აზრი დაწერეს, მთელი პოლიტიკური პასაჟები მიუძღვნა. ძალიან ცუდი სიტყვაა, მაგრამ ერთგვარ „აჩოტს“ აბარებდა ივანიშვილს, თუ როგორი მაგარი დიუსელდორფელი პროფესორია და რომ არა ეს სამი მოსამართლე, ერთხმად მიიღებდა საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, ვინც ირაკლი კობახიძეს იცნობს, ძალიან კარგად იცის, რომ მას ნამდვილად სურდა საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიეღო და დღეს, პრეზიდენტის იმპიჩმენტი გასულიყო ბოლოში. დღეს, რაც დავინახეთ, ირაკლი კობახიძე და მთელი ქართული ოცნება“, ეს არის ლუზერების მთელი გუნდი, იხვის ჭუკების გუნდი. როგორც „კოჭლ იხვს“ უწოდებდა კობახიძე ქალბატონ პრეზიდენტს ღირსებისგან სრულად დაცლილი გამოსვლა ჰქონდა დღეს. რა აღზრდა-განათლებაში ზის, რომელ ქართველობაში ზის, ჩვენ რომელ წეს-ჩვეულებებში ზის ის, რასაც დღეს ირაკლი კობახიძე აკეთებდა?! ეს იყო, უზრდელი ლუზერების გამოსვლა, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან და დღეს, როგორც რუსული კანონის, მარტის აქციების და როგორც სხვა შემთხვევებში „ოცნების“ ხელისუფლება დამარცხდა, ასე დამარცხდა იმპიჩმენტის დროსაც და ჩვენ ამის პოლიტიკური კონვერტაცია აუცილებლად უნდა მოვახდინოთ“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ და აღნიშნა, რომ „ბიძინა ივანიშვილი არ არის რაღაც უძლეველი ქართულ პოლიტიკაში“.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა