თეონა აქუბარდია - ლილუაშვილთან კითხვა მექნება „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებით „ოცნების“ პროპაგანდაზე - სუს-ის ანგარიშში წერია, რომ „მეორე ფრონტზე“ რუსული დეზინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანექსიურ პროცესებს აძლიერებს

ლილუაშვილთან კითხვა მექნება „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პროპაგანდაზე - სუს- ის ანგარიშში წერია, რომ მეორე ფრონტზე რუსული დეზინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანექსიურ პროცესებს აძლიერებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კითხვები ასევე შეეხება ფარცხალაძეს და რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებებს საქართველოში.

„სუს-ის ანგარიშში მეორე ფრონტთან დაკავშირებით რუსულ დეზინფორმაციაზე წერია, ამ მოცემულობაში როგორ აფასებს სუს-ის უფროსი „ქართული ოცნების“ პროპაგანდას მეორე ფრონტზე, რამდენადაც ანგარიშში წერია, რომ ეს აძლიერებს რუსეთის ანექსიურ პროცესებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში. მეორე კითხვა ეხება კონტრდაზვერვით საქმიანობას და რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედებებს საქართველოში, როგორ გაეპარა ფარცხალაძე სუს-ს? ვინ არის კიდევ მასთან ერთად, ეს სუს-მა უნდა იცოდეს და არ წერია ეს ამ ანგარიშში. იმავდროულად კითხვები მექნება ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, გაძლიერებულია ბორდერიზაცია, გატაცება და უკანონო პატიმრობა ჩვენი მოქალაქეების”, - განაცხადა აქუბარდიამ.

დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს მოისმენს.

დოკუმენტს სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი წარადგენს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს