იაგო ხვიჩია - მედია იმდენად დაჩლუნგდა, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ მიღებული კანონიდან იმ ადამიანზე გადაგაქვთ უძლურებით გამოწვეული ბოღმა, ვინც თქვენი ყურადღების მისაქცევად რაღაც სიტყვას გეძახით

მედია იმდენად დაჩლუნგდა, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ მიღებული კანონიდან, რომლითაც ფაქტობრივად სუნთქვა გეკვრებათ, იმ ადამიანზე გადაგაქვთ უძლურებით გამოწვეული ბოღმა, ვინც თქვენ გასაღიზიანებლად, ყურადღების მისაქცევად რაღაც სიტყვას გეძახით - ვინც მითითება არასწორად მოგცათ, ისინი არიან ჩემი მიმართვის ობიექტები, იდიოტები რომ ვეძახე, აქაური ხალხი [ჟურნალისტები] კი მეცოდება, რადგან პროფესია წაართვეს, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

მისი თქმით, გუშინ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ დაჩქარებული კანონის განხილვა იწყებოდა და „პრეზიდენტის იმპიჩმენტთან ერთად გააპარეს რაღაც კანონი, რომლითაც მედიის თავისუფლება იზღუდება“.

ხვიჩია მედიის დღის წესრიგს აკრიტიკებს და ამბობს, რომ დღეს არცერთი მედია საშუალების წარმომადგენელს მისთვის „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით არ უკითხავს.

„ახლა რომ შემოვდიოდი დარბაზში, ფრიდონ ინჯიას ეკითხებოდა ერთ-ერთი მედია, პრეზიდენტი რომ მოვიდა და „ქართული ოცნება“ რომ არ წამოუდგა, სწორი იყო თუ არაო. წარმოიდგინეთ, სად არის დღესაც მედიის დღის წესრიგი. ვზივარ ამ კომიტეტზე მარტო, ხატიაც წამართვეს და გადავწყვიტე, ეპატაჟი მომეწყო, გამომეფხიზლებინეთ. რა უნდა გამეკეთებინა? როგორ მოიქცეოდით, როდესაც დარწმუნებული ხართ, რომ მედიის თავისუფლება სიცილ-სიცილით მიაქვთ თვალსა და ხელს შუა ევრო რეკომენდაციების მოშველიებით? მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამას ვერ ხვდებიან, იდიოტები ვუწოდე. მინდა განვმარტო, ვის ვუწოდე იდიოტები. იმ ჟურნალისტებს ვინც პარლამენტში დადიან? არა. იმიტომ კი არა, რომ მერიდება, არამედ იმიტომ, რომ იდიოტი არ შეიძლება ვუწოდო იმას, ვინც თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებას. მე თქვენ სინამდვილეში მეცოდებით, რომ პროფესია წაგართვეს, თქვენმა პროდიუსერებმა, ტელევიზიებმა. სინამდვილეში ჟურნალისტები კი არა, კითხვის დამსმელები ხართ. საპარლამენტო ჟურნალისტი ნიშნავს იმას, რომ გესმის, რა ხდება პარლამენტის დარბაზებში და ზოგადი „ქოც-ნაცური“ სკანდალით კი არ ხარ გარშემორტყმული, არამედ იკვლევ, სწავლობ, ვინ რა თქვა კომიტეტზე, რა კანონპროექტი შემოიტანა. ასე ყალიბდებიან დარგის სპეციალისტ ჟურნალისტებად. მაგრამ ქართული მედია პარლამენტში ასეთად ხომ არ ჩამოყალიბდა?“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიას ამ განცხადების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შემდეგნაირად მიმართა: „კეთილი იყოს თქვენ მობრძანება მედიის თავდასხმის მსხვერპლთა კლუბში, ასე რომ გიგრძვნიათ“.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელებასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრდება.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა იზრდება. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 55/2-ე მუხლი მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას ითვალისწინებს. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, აღნიშნული აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება მხოლოდ მედია მომსახურების მიმწოდებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა