შალვა შავგულიძე - პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტის მხრიდან უარი მოჰყვა, აქ მხოლოდ მარცხია და „ნეტარ არიან მორწმუნენი“, შეიძლება ირწმუნონ, რომ ეს გამარჯვებაა, კი ბატონო - ვულოცავ ასეთ „გამარჯვებებს“

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის უმრავლესობამ პარლამენტში საჭირო ხმები ვერ მიიღო, რაც პოლიტიკური მარცხია - ამიტომ შემოვიდა ეს არასერიოზული მუქარა პრეზიდენტის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე,- ასე გამოეხმაურა იურისტი შალვა შავგულიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისამართით, რომელშიც ის სამართლებრივ საკითხებზე მიანიშნებდა.

როგორც შალვა შავგულიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, ეს არის არასერიოზული მუქარა, ხოლო ფაქტით, რომ პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შეძლო, ხელისუფლებამ საკმაოდ „მწვავე მარცხი“ განიცადა.

„რა მოიგო ხელისუფლებამ ამით? - დააყენა იმპიჩმენტის საკითხი. საზოგადოებაში არის წარმოდგენა, რომ სასამართლო აბსოლუტურად კონტროლირებადია, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო, ასევე, გვახსოვს იმ მოსამართლის, რომელმაც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, სხვადასხვა საქციელები, როგორ აჭიანურებდა პროცესს მოგონილი ავადმყოფობებით და ა.შ. დიახ, ტურავაზე ვამბობ და კიდევ სხვა მაგალითებია“ , - განაცხადა შავგულიძემ და გაიხსენა მაგალითი, როდესაც მისი თქმით, გიგი უგულავას საქმეზე მოსამართლე მერაბ ტურავამ ავადმყოფობა მოიმიზეზა და ამით პროცესი გააჭიანურა.

„და, როდესაც ასეთი ავტორიტეტის სასამართლო იმპიჩმენტის საფუძვლებს დაადგენს, ისიც ექვსი სამზე ხმებით, რადგან სამმა მოსამართლემ განსხვავებული მოსაზრება დაწერა და ამას იმპიჩმენტი ვერ მოჰყვება, ე.ი. ეს სვლა პოლიტიკურად აბსოლუტურად წამგებიანი იყო ხელისუფლებისთვის. მათ ვერ განახორციელეს იმპიჩმენტი. ამ გადაწყვეტილებისთვის საჭირო ხმები ვერ მიიღო უმრავლესობამ პარლამენტში და ეს პოლიტიკური მარცხია. არ მგონია, ამ გზით კიდევ წავიდნენ და ამიტომ შემოვიდა ეს არასერიოზული მუქარა [პრეზიდენტის] სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.

შალვა შავგულიძის თქმით, ამ საკითხთან მიმართებით ირაკლი კობახიძის არცერთ ნათქვამში სიმართლე და ჭეშმარიტება არ არის.

„საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა [კონსტიტუციის დარღვევა], მაგრამ საკმაოდ კოჭლად დაადგინა - ექვსი სამზე. ერთ მოსამართლესაც რომ შეეცვალა პოზიცია ამ დარღვევასაც ვეღარ დაადგენდა, ეს ერთი და მეორე - ამას პარლამენტის მხრიდან უარი მოჰყვა იმპიჩმენტზე. ე.ი საკონსტიტუციო სასამართლოს ეს პოზიცია არ იქნა პარლამენტის წევრთა იმ რაოდენობის მიერ ჩათვლილი საკმარის საფუძვლად თანამდებობიდან პრეზიდენტის გადაყენებისთვის. ასე რომ, აქ მხოლოდ მარცხია და ახლა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“. შეიძლება ირწმუნონ, რომ ეს გამარჯვებაა. კი ბატონო, მე ვულოცავ ასეთ გამარჯვებებს“,-განაცხადა შავგულიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის