შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე - „მე გავიყვანე ჯარები“ ლუი მეთოთხმეტის პათოსიდანაა, როცა ადამიანს წარმოუდგენია, რომ თავად არის სახელმწიფო - ეს აჩვენებს არასწორ პათოსს, რომელიც ქალბატონ სალომეს აქვს საკუთარ პერსონასა და როლზე

ორი კვირაა ხალხი ელოდება ერთი ადამიანის ხელმოწერას - არ ვიცი, რა განზრახვები აქვს ქალბატონ სალომეს. რა თქმა უნდა, არ შეუძლია დაბლოკოს ბიუჯეტის ცვლილება. ჩვენ მაინც დავამტკიცებთ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმედია, პარლამენტის მოწოდების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ხელს მოაწერს 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს.

„აბსოლუტურად წარმოუდგენელ რამესთან გვაქვს საქმე. თითქმის ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა იმსჯელა ბიუჯეტზე. სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს აქვს სწორი უსაფრთხოების და ეკონომიკური პოლიტიკა, ჩვენ გაგვიჩნდა დამატებითი შემოსავალი ბიუჯეტში, 500 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ის სტიქიები, რაც გვქონდა მიმდინარე წელს, სხვა სოციალური პროგრამები, განხორციელდეს. ხალხი ელოდება ამას, პარლამენტში განვიხილეთ და მივიღეთ სწრაფად და ორი კვირაა ხალხი ელოდება ერთი ადამიანის ხელმოწერას. არ ვიცი, ახლა რა უნდა მოხდეს, შიგნით რიცხვებია გაურკვეველი თუ რა გეგმა აქვს ქალბატონ სალომეს, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ამას ელის, არის ძალიან არასწორი დამოკიდებულება. იმედია, პარლამენტის მოწოდების შემდეგ მაინც ხელს მოაწერს ამას. პრეზიდენტს არ ვიცი, რა განზრახვები აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, არ შეუძლია დაბლოკოს ბიუჯეტის ცვლილება, ჩვენ მაინც დავამტკიცებთ მიუხედავად იმისა, ეწინააღმდეგება თუ არა ქალბატონი სალომე, რომ ხალხმა მიიღოს ეს დახმარებები,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილი საკუთარ როლსა და პერსონაზე არასწორი პათოსით საუბრობს და მიიწერს ჯარების გაყვანას მაშინ, როცა ეს მთელი სახელმწიფოს მუშაობის შედეგი იყო.

„ზოგადად, ვფიქრობ, „მე გავიყვანე ჯარები“, ესეც ლუი მეთოთხმეტის პათოსიდანაა, როცა წარმოდგენაა ასეთი, რომ ადამიანი თავად არის სახელმწიფო. ამ ქვეყანას ბევრი გამორჩეული ადამიანი ჰყოლია, რომელსაც ინდივიდუალურად ბევრი რამ გაუკეთებია, მაგრამ ისინი თავად კი არ აფასებდნენ თავის თავს, ისტორია აფასებდა შემდგომ. როცა ადამიანი თავის თავს აწერს იმ პროცესს, რომელიც 10 წელზე მეტი გრძელდებოდა, ჩართულნი იყვნენ საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები, დიპლომატები, ამ ყველაფრის შემდეგ, როცა ერთი ადამიანი ცდილობს მიიწეროს, მთელი სახელმწიფოს მუშაობა, ეს არასწორია და კიდევ ერთხელ აჩვენებს არასწორ პათოსს, რომელიც ქალბატონ სალომეს აქვს საკუთარ პერსონაზე და მის როლზე,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ „ხალხი სტატუსს იმსახურებს“, არ არის ის, რაზეც უნდა ისაუბროს საქართველოს წარმომადგენელმა.

„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, მან თავის გამოსვლაში თქვა, მოსმენის დროს ტრიბუნიდან მათ შორის, პარტნიორებსაც ესაუბრებოდა და როცა კითხვაა, რაზე ჰქონდა საუბარი ევროპაში ვიზიტის დროს, თავის გამოსვლაში გამოჩნდა ეს და ფაქტობრივად გვითხრა. მან თქვა, რომ ის მიმართავს ევროპას, მისცენ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ორი რამის გამო: ერთი, რომ ეს არის ხალხის სურვილი და მეორე - გეოპოლიტიკური მოცემულობა. ეს არ არის ის, რაზეც უნდა ისაუბროს საქართველოს წარმომადგენელმა. ხალხის სურვილი შარშან არ იყო?! თუ გეოპოლიტიკა შეიცვალა?! მაშინ რა გამოდის, თუკი ეს არის ის, რითაც ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებას, შარშანაც მოგვცემდა, თუ ხალხს არ სურდა?! ამიტომ ეს დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას, რასაც ერთი ერთში იმეორებს ქალბატონი სალომე, რომ რაღაც გარემოებები - მთა- გორა და მდინარეები იმსახურებენ სტატუსს, ოღონდ არ თქვან სიტყვა ხელისუფლება და არ თქვან, რომ ამ ხელისუფლების პირობებში იმსახურებს ქვეყანა სტატუსს, ეს დამოკიდებულება აქვთ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა