შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილს ურჩიონ, არ გახსნას კონსტიტუციის დარღვევის პანდორას ყუთი - თუ არჩევნებში ზურაბიშვილის მონაწილეობაზე გეგმები სადმე იხარშება, ეს კიდევ ერთხელ არის კონსტიტუციის დარღვევა

სალომე ზურაბიშვილის ყველა კეთილისმსურველს ვურჩევ, რომ მას ურჩიონ - არ გახსნას, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის პანდორას ყუთი. ეს ჩვენს ქვეყანას არ წაადგება და პირდაპირ წინააღმდეგობაში იქნება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სხვა ქვეყნებისგან ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემა გამოიხატება, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს სახელმწიფოსა და კონსტიტუციის მიმართ პატივისცემით.

მისი თქმით, სხვა ქვეყნებმა კონსტიტუციის დარღვევაში ხელი პრეზიდენტს არ უნდა შეუწყონ, თუ მას ამის მცდელობა ექნება.

„თუ ერთი კონსტიტუციური ორგანო სისტემატურად და განზრახ დაიწყებს კონსტიტუციის დარღვევას, ეს იქნება პრეცედენტი, რომლის გადალახვაც ძალიან რთული იქნება შემდეგ, რადგან პრეცედენტებს აქვს ძალიან ცუდი თვისება - როცა ის ერთხელ დამკვიდრდება, შემდეგ შეიძლება, სხვასაც წაუცდეს ხელი, რომ დაარღვიოს კონსტიტუცია, თუკი განსაკუთრებით ასეთი მაღალი თანამდებობის პირისგან ხდება ასეთი უპატივცემულობის გამოვლენა. რა თქმა უნდა, ამას აქვს მეორე მხარეც, თუ ქალბატონი სალომე სხვა ქვეყანაში გაემგზავრება. ვინც თავს საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრად თვლის, მათ დაჟინებით მოვუწოდებ, რომ ქალბატონ სალომეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში ხელი არ შეუწყონ. სხვა ქვეყნებისგან ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემა გამოიხატება არა მხოლოდ და არა იმდენად ჩვენი ბუნების, კულტურის და ა.შ. პატივისცემით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება - საქართველოს სახელმწიფოსა და კონსტიტუციის მიმართ პატივისცემით. ჩვენს კულტურასა და ბუნებას ბევრი სცემს პატივს, მათ შორის, ჩვენი არაკეთილმოსურნეებიც. პრობლემა მაშინ არის, როცა ჩვენს სახელმწიფოს და კონსტიტუციას პატივს არ სცემენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ასეთი გამგზავრება თუ შედგება, მიმღები მხარე ქართველი ხალხისა და კონსტიტუციის მიმართ უპატივცემულობას გამოიჩენს, რაც არც მეგობრობასთან არის შესაბამისი და არც რაიმე სახის ღირებულებასთან. ქალბატონ სალომეს დაჟინებით მოვუწოდებ, რომ არ დაარღვიოს კონსტიტუცია, რაც უკვე არის დადასტურებული ფაქტი. თუ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობაზე გეგმები სადმე იხარშება, ეს კიდევ ერთხელ კონსტიტუციის დარღვევაა - მას ის პოზიცია აქვს, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული და ნაცვლად იმისა, რომ ამ სტატუსს გაუფრთხილდეს, უკვე ფაქტია, რომ პირდაპირ გადაეშვა პოლიტიკაში და არის ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მფარველობის ქვეშ, რაც ჩვენ პარლამენტში ვიხილეთ. გარდა ამისა, არის ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის პირდაპირ პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარებელი. რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, მგონი, უკვე აქედანაც კარგად ჩანს ბევრი რამ. 2024 წელს ქართველ ხალხს ექნება არჩევანი, ერთი მხრივ, ანტიქართულ კოალიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის. გასაგებია, რა არჩევანს გააკეთებს ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა ეს არჩევანი უკვე ბევრჯერ გააკეთა და ამ არჩევანს გაიმეორებს. ანტიქართულ კოალიციას ქვეყანაში გასაქანი არასდროს არ აქვს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა