ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტის მიზანია ხელისუფლებასთან მაქსიმალურ კონფრონტაციაში იყოს, ეს იყო ვეტოს მიზანიც და მიზეზიც, ვნახავთ, რამდენად არგუმენტირებული იქნება მისი ვეტო

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში პრეზიდენტის მიზანია ხელისუფლებასთან მაქსიმალურ კონფრონტაციაში იყოს, ამიტომ ეს იყო ძირითადად ვეტოს მიზანიც და მიზეზიც. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვნახავთ, რამდენად არგუმენტირებული იქნება მისი ვეტო, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის მიერ გამოყენებული რამდენიმე ვეტოს სამართლებრივი არგუმენტაცია ძალიან სუსტი იყო და ვეტოს ვერანაირად სამართლებრივ საფუძველს ვერ აძლევდა.

„ეს იყო პირდაპირ მისი პოლიტიკური პოზიციის გამოხატულება და არა სამართლებრივი დასაბუთება. ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ველოდებით, რომ გავეცნოთ ვეტოს სამართლებრივ დასაბუთებას იმიტომ, რომ როდესაც შემოჰქონდათ ეს შესწორება, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავდით, რომ მხედველობაში იყო მიღებული ის სტანდარტი, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოს მიერ არის დადგენილი, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებებით, როდესაც ხდება ხოლმე ობიექტურად რისკი იმისა, რომ უსაფრთხოების დიდი საფრთხე შეექმნას ამა თუ იმ თავყრილობას თუ მიტინგს, ამ შემთხვევაში სწორედ უსაფრთხოების მოთხოვნებია გასათვალისწინებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეს შესწორებები სრულად იყო შესაბამისობაში მაღალ ევროპულ სტანდარტებთან“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ვეტო 17 ოქტომბერს დაადო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში, ცვლილებები შეფასებულია, როგორც „ანტიევროპული კანონი“.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: - საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა