სალომე სამადაშვილი - კონსტიტუციის დარღვევაა, როცა ცდილობ ადამიანის ღირსება გაანადგურო პირადი ცხოვრების სპეკულაციებით - ბერაიას უნდა შეუჩერდეს კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილება

პლაკატი, რაც ჩვენ აქ გავშალეთ, რუსეთის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლის სლოგანი გახდა და თქვენ რომ გაწუხებთ მესმის, იმიტომ, რომ რუსულ გემზე ხართ გამაგრებული, - ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს პარლამენტის სხდომაზე.

მანამდე კი, სხდომა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელი განცხადებების საკითხზე დაპირისპირებით დაიწყო, სადაც ბერაიას მიერ ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე იყო კამათი. ამის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა ის ფაქტი, როდესაც მისი თქმით, კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს ბანერი გაუშალეს.

„ის, რაც მან (სალომე სამადაშვილმა) და მასთან ერთად სამმა ქალმა დეპუტატმა იკადრა, მაშინ, როდესაც ქალბატონი მინისტრი თეა წულუკიანი იყო აქ, სინანული კი არა, ამასთან დაკავშირებით რაიმე შეწუხებაც კი, ვერ შევატყვე მათ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარეს „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა სხდომაზევე უპასუხა.

„ბატონო შალვა, უნდა შეგახსენოთ, რომ ის პლაკატი, რაც ჩვენ აქ გავშალეთ, გახდა სლოგანი რუსეთის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლის და თქვენ რომ გაწუხებთ მესმის, იმიტომ, რომ რუსულ გემზე ხართ გამაგრებული, მაგრამ მსგავსი სლოგანი გამოფენილია ამერიკის კონგრესში, ევროპარლამენტში და ევროკავშირის სხვა პარლამენტებში.

ახლა, რაც შეეხება იმას, რაც აქ გუშინ მოხდა, გუშინ აქ მოვიდა ორი დეპუტატი და წინასწარ დაწერილი ტექსტით მოახდინა არამხოლოდ შეურაცხყოფა, არა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, როდესაც შენ ცდილობ,რომ ადამიანის ღირსება გაანადგურო მისი პირადი ცხოვრების სპეკულაციებით და ეს გააკეთა ბერაიამ გუშინ, საზოგადოებას პირდაპირ უნდა ვუთხრათ. ამიტომ ერთადერთი ადეკვატური რეაგირება არის ის, რომ მისი საქმე გადაეცეს პარლამენტის ეთიკის საბჭოს და შეუჩერდეს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების უფლება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის,31 ოქტომბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

ამასთან, შემდგომ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს