შალვა პაპუაშვილი - დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლებს ვულოცავ ქართული დიპლომატიის დღეს, ვაფასებთ მათ წვლილს ევროპული მომავლის ხელშეწყობაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლებს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს. ამის შესახებ პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ჩვენი დიპლომატები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საქართველოს ინტერესების დაცვის სადარაჯოზე იდგნენ. სიმბოლურია, რომ დღეს სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს აღვნიშნავთ. ჯერ კიდევ სამი საუკუნის წინ, სულხან-საბა ორბელიანი საქართველოს ევროპასთან დაახლოებისთვის იღვწოდა.

მრავალი გამოწვევით აღსავსე თანამედროვე მსოფლიოში, განუზომელია ჩვენი დიპლომატების როლი საქართველოს ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და თავისუფლების საერთაშორისო ასპარეზზე დაცვაში. ამასთანავე, სწორედ ჩვენი დიპლომატები უზიარებენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ქართულ სულს, აცნობენ საქართველოს ისტორიასა და კულტურას.

ძალიან ვაფასებთ დიპლომატების წვლილს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში, საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებასა და ევროპული მომავლის ხელშეწყობაში.

მადლობას გიხდით თქვენი თავდაუზოგავი შრომისთვის და დიდ წარმატებას გისურვებთ ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელებაში“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი