მამუკა მდინარაძე - ურსულა ფონ დერ ლაიენმა ოპოზიციას დაუტოვა სიცოცხლის შანსი - რაც შეეხება პრეზიდენტს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში არათუ ვითანამშრომლებთ, არამედ მივეხმარებით კიდეც

ქალბატონმა ურსულამ [ფონ დერ ლაიენმა] ოპოზიციას დაუტოვა სიცოცხლის შანსი, სადღაც ქვემოთ, მაგრამ სიცოცხლის შანსი და ეს შეიძლება ძალიან კარგიც იყოს , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც შეაფასა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება, რომ ევროკომისია აღიარებს რიგ პოზიტიურ ნაბიჯებს, მაგალითად, ოპოზიციის მონაწილეობას საპარლამენტო მუშაობაში.

ამასთან, კითხვაზე ევროინტეგრაციის გზაზე "ქართული ოცნება" აპირებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტთან თანამშრომლობას - მდინარაძემ აღნიშნა, რომ თუ კომპეტენციების აღრევა არ იქნება, ისინი ყველასთან ითანამშრომლებენ.

"თავისი კომპეტენციის ფარგლებში არათუ ვითანამშრომლებთ, არამედ მივეხმარებით კიდეც. მთავარია გაიგოს საქართველოს პრეზიდენტმა რა არის მისი კომპეტენციის ფარგლები და არ გადავიდეს სხვისი კომპეტენციის ფარგლებში. თქვენ წარმოიდგინეთ ექიმმა, რომ პოლიციელის საქმე აკეთოს, ან პოლიციელმა აკეთოს სტატისტიკოსის საქმე და ა.შ. ასეთი კომპეტენციების აღრევა თუ არ იქნება, ბუნებრივია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვითანამშრომლებთ. ოღონდ ამ ქვეყანაში ყველამ თავისი საქმე გაიგოს და ჩვენ მზად ვართ, ყველას მივეხმაროთ გაგებაშიც, აღქმაშიც, მის შესრულებაშიც და აღსრულებაშიც. არანაირი პრობლემა არ გვაქვს, პირიქით", - აღნიშნა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ წუთებში, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა