პრემიერი - ბატონ მაკრონთან მქონდა ძალიან შინაარსიანი საუბარი - შევეხეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, მეგობრობას, მისგან მივიღე მხარდამჭერი სიტყვები, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს ჩვენს მისწრაფებას ევროპულ გზაზე

მინდა გითხრათ, რომ მე მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ბატონ მაკრონთან. ჩამოვედი პარიზში მისი მოწვევით და ეს საინტერესოდ დაემთხვა სწორედ იმ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ძალიან დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნის.

„მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს ხალხს ეს დიდი აღიარება და დაფასება. ბატონ მაკრონთან მქონდა ძალიან შინაარსიანი საუბარი. ბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, მეგობრობას. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ დამოკიდებულებას, რომელიც მისი მხრიდან იქნა წარმოჩენილი და რა თქმა უნდა, საფრანგეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე საფრანგეთის მხარდაჭერას აქვს უდავოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა.

ამიტომ, ბუნებრივია, პრეზიდენტ მაკრონთან ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. მე მისგან მივიღე მხარდამჭერი სიტყვები. მან მითხრა, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს ჩვენი ქვეყნის მისწრაფებას ევროპულ გზაზე. რა თქმა უნდა, მას მივაწოდე ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, იმ რეფორმებზე, იმ პროცესზე, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ. მე ასევე ვუთხარი პრეზიდენტ მაკრონს, რომ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი არ სრულდება ამით და ეს არის პროცესი, რომელიც უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ამას გავაგრძელებთ. ჩვენ ამით ახალ ეტაპზე გადავდივართ და გადადის ქვეყანა, მაგრამ პროცესი უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო მეტ წარმატებას უნდა მივაღწიოთ. ჩვენი საბოლოო მიზანი, ბუნებრივია, არის მოლაპარაკებების გახსნა და შემდეგ უკვე საბოლოო გაწევრიანება ევროკავშირში, რასაც, რა თქმა უნდა, წლები დასჭირდება, მაგრამ ჩვენ ამისთვის უნდა მოვამზადოთ ჩვენი ქვეყანა, ბუნებრივია, ერთ დღეში და ორ დღეში ვერ მოხერხდება, მაგრამ ის წარმატება და პროგრესი, რომელსაც მივაღწიეთ, შეიძლება ითქვას გადაჭარბების გარეშე, რომ ეს არის ნამდვილად ხელშესახები ჩვენი ხალხისთვის, ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ეს სიმბოლური დაგვირგვინება მთელი ამ 10 წლიანი პროცესის, კანდიდატის სტატუსი არის ძალიან დიდი მიღწევა და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ამის თაობაზე", - განაცხადა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას