პრემიერი - საქართველო არის მიუკერძოებელი, ნეიტრალური ქვეყანა და ჩვენ ორივე ქვეყანასთან, ორივე მეზობელთან - სომხეთთან, აზერბაიჯანთან გვაქვს კეთილმეზობლური, ძმური, პარტნიორული ურთიერთობა, თანამშრომლობა

საქართველო არის მიუკერძოებელი, ნეიტრალური ქვეყანა და ჩვენ ორივე ქვეყანასთან, ორივე მეზობელთან - სომხეთთან, აზერბაიჯანთან გვაქვს კეთილმეზობლური, ძმური, პარტნიორული ურთიერთობა, თანამშრომლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მშვიდობის გარეშე არავითარი კეთილდღეობა არ იქნება, „ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა“.

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ საქართველო არის მიუკერძოებელი, ნეიტრალური ქვეყანა და ჩვენ ორივე ქვეყანასთან, ორივე მეზობელთან - სომხეთთან, აზერბაიჯანთან გვაქვს კეთილმეზობლური, ძმური, პარტნიორული ურთიერთობა, თანამშრომლობა. თქვენ ახსენეთ სამმხრივი შეხვედრა. მე მქონდა შესაძლებლობა და მე ძალიან მადლიერი ვარ, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა საქართველოში ჩემი მოწვევით. „სილქროუდის“ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, ჩვენ გვქონდა საშუალება რომ სამმხრივი მოლაპარაკებით, დიალოგი გაგვემართა. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან კარგი დასაწყისი, ეს მიუთითებს რაზე, ეს მიანიშნებს იმაზე, იმ ნდობაზე რომელიც არსებობს ორივე ქვეყნის მხრიდან ჩემი მისამართით, ჩვენი მისამართით, ჩვენი ქვეყნის მიმართ ზოგადად. მაგრამ ეს თავისით არ იქმნება, ამას სჭირდება მუშაობა, ურთიერთობა. სჭირდება ნდობის გამყარება, გაღრმავება, რომელიც მე ვფიქრობ ბოლო პერიოდში ჩვენ ეს მოვახერხეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა პანელზეც, მე ღიად ვთქვი, რომ საქართველო რჩება მიუკერძოებელ, ნეიტრალურ ქვეყნად, რომელიც დაინტერესებულია იყოს გრძელვადიანი მშვიდობა რეგიონში. მშვიდობის გარეშე მეგობრებო არავითარი კეთილდღეობა არ იქნება. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში