რამაზ საყვარელიძე - ჩვენ სულ უფრო ვუახლოვდებით დიდ საჭადრაკო დაფას,  ახლაც ამ მიმართულებით გადაიდგა ნაბიჯი, რაც გვპირდება პოლიტიკური თამაშების ძალიან საინტერესო და ამავე დროს რთულ პროცესებს დიდი პერსპექტივებით

მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცა, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, 8 ნოემბერს ევროკავშირმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცა, რითაც ევროკავშირმა დაადასტურა ევროკავშირის ნება, რომ საქართველოს რეალურად აქვს ევროპული პერსპექტივა. ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით და იმის მიუხედავად მიიღო, რომ საქართველოს 12 ევროპული რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი ჰქონდა შესრულებული, მაგრამ ევროკომისიამ თავის დადებით გადაწყვეტილებას 9 დათქმა მოაყოლა. მაგრამ ფაქტია, რომ ახლა მთავარი არა დეტალებია, არამედ თავად ფაქტი იმისა, რომ საქართველომ ევროპული მიმართულებით ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროპული მიმართულებით ავად თუ კარგად და მეტ-ნაკლები წარმატებით 30 წელია მოძრაობდა, თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს, მომხდარის განმაპირობებელ ფაქტორებს და მის მნიშვნელობას ქვეყნის უახლოეს ისტორიაში?

- უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან მოვლენას თქვენ და ქვეყნის ყველა მოქალაქეს, უდიდესი ფაქტია, რომლის შედეგები ბოლომდე გაცნობიერებული ჯერ, ალბათ, არც გვაქვს.

უახლეს ისტორიაში ამ ფაქტის მნიშვნელობას უფრო დაგვანახებს ქართულ-ევროპული ურთიერთობის მთელი ისტორია. სულ დასაწყისში, მითების ეპოქაში პირველი ევროპელები, ბერძნები არგოთი კოლხეთში ჩამოვიდნენ, აქ ეძებდნენ პროგრესის გასაღებს. რაც იპოვეს, გაიტაცეს და დაბრუნდნენ თავისთან.

მერე ისტორიამ შეატრიალა ჩვენი ურთიერთობა - ევროპას აღარ აინტერესებდა საქართველო, სამაგიეროდ მთელი საქართველო დიდ-პატარიანად მოილტვოდა ევროპისკენ მთელი დანარჩენი საუკუნეები ხან გადარჩენისთვის და ხან განვითარებისთვის, მაგრამ რაციონალურ ევროპას არ სჭირდებოდა შორეული და აწეწილი ქვეყანა. ჰოდა, ამდენი საუკუნის ურთიერთობის მეტამორფოზა ხდება ჩვენს თვალწინ.

ბოლო 30 წელი ისტორიის ძალიან მცირე ნაწილია, თუმცა საქართველო-ევროპის ურთიერთობის ისტორია განმეორდა მასში, ოღონდ შეცვლილი რიგით - ჯერ გულგრილობა იყო და მერე ინტერესი. 90-იანებში საქართველოზე იძალადა რუსეთმა, იძალადა 2008-შიც, მაგრამ დასავლეთს საქართველოს დაცვა არც უფიქრია, ჰქონდა იგივე დამოკიდებულება, რაც ჰქონდა ლუდოვიკო XIV-ს მუსულმანების ძალადობაზე.

ბოლო 30 წელი ისტორიის ძალიან მცირე ნაწილია, თუმცა საქართველო-ევროპის ურთიერთობის ისტორია განმეორდა მასში, ოღონდ შეცვლილი რიგით - ჯერ გულგრილობა იყო და მერე ინტერესი. 90-იანებში საქართველოზე იძალადა რუსეთმა, იძალადა 2008-შიც, მაგრამ დასავლეთს საქართველოს დაცვა არც უფიქრია, ჰქონდა იგივე დამოკიდებულება, რაც ჰქონდა ლუდოვიკო XIV-ს მუსულმანების ძალადობაზე

სულ ახლახან, რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში ლუდოვიკოს პოლიტიკურმა შთამომავალმა გვითხრა კიდეც - უცხო ხართ, თქვენ ევროპა არა ხართ, ჯერ ევროპელები გამოატარეთო... თითქოს გაუცხოების მრავალსაუკუნოვანი ისტორია უნდა განმეორებულიყო, მაგრამ რაღაც მომენტში ისევ შეტრიალდა, საქართველო-ევროპის ურთიერთობა და საქართველო მნიშვნელოვანი გახდა ევროპისთვის.

რუსეთ-უკრაინის ომის მოგვიანო ეტაპზე ევროპის ლიდერებმა ევროპის გაფართოების წერტილად საჯაროდ დაასახელეს... თბილისი, დასაშვებად მიიჩნიეს ჩვენი ევროპად აღქმა. შემდეგ ძალიან ინტენსიური გახდა დიპლომატიური ურთიერთობები და აი, ამ დღეებში გაიცა კიდეც რეკომენდაცია საქართველოს კანდიდატობაზე.

საქართველოს და ევროპის ურთიერთობის ეს გრძელი ისტორია იმისთვის გავიხსენე, რათა უფრო მეტად დავაფასოთ, რომ შევყურებთ ისტორიულ პროცესს. ამ პროცესით აღფრთოვანება ბუნებრივია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წარმატების შესანარჩუნებლად უნდა ვიცოდეთ ამ სასურველი პროცესის მექანიზმი.

ანტიკური ისტორია გვეუბნება, რომ შენსკენ ევროპა წამოვიდა, როცა რაღაც სჭირდებოდა, კერძოდ - ოქროს საწმისი. საერთოდ, სახელმწიფოთა ურთიერთობა პრაგმატულ ინტერესებზეა აგებული და არა ემოციებზეო - ადასტურებს ინგლისი. სავარაუდოა, რომ საქართველოსკენ ევროპის ამჟამინდელი შემოტრიალებაც თავად ევროპის პრაგმატულმა ინტერესმა განაპირობა, თორემ ჩვენი სურვილი სულ იყო. დღევანდელი სიტუაციის საკვანძო თავისებურებად მიმაჩნია, რომ აგრესიულ რუსეთზე ტვირთების გატარებას სანქციები აქვს დაწესებული. არადა, ადრე რუსეთზე გადიოდა შორეული აღმოსავლეთიდან ევროპისკენ მიმავალი ტვირთების ტრანზიტის დიდი წილი.

სავარაუდოა, რომ საქართველოსკენ ევროპის ამჟამინდელი შემოტრიალებაც თავად ევროპის პრაგმატულმა ინტერესმა განაპირობა, თორემ ჩვენი სურვილი სულ იყო. დღევანდელი სიტუაციის საკვანძო თავისებურებად მიმაჩნია, რომ აგრესიულ რუსეთზე ტვირთების გატარებას სანქციები აქვს დაწესებული. არადა, ადრე რუსეთზე გადიოდა შორეული აღმოსავლეთიდან ევროპისკენ მიმავალი ტვირთების ტრანზიტის დიდი წილი

ახლა ეს ტრანზიტი გადანაწილდება რამდენიმე ხაზზე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანია კავკასიის ხაზი, სადაც საქართველოს საკვანძო პოზიცია აქვს. საქართველოს ეს მნიშვნელობა აისახა იმაში, რომ ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა საქართველოსთან. ევროპა თუ ჩამორჩა ამ პროცესს, იგი დაკარგავს გავლენას მასთან მომავალი ტვირთების ტრანზიტზე და გახდება ჩინეთზე დამოკიდებული, რაც მისთვის დაუშვებელია.

ამიტომ ევროპა ტრიალდება საქართველოსკენ, მისთვის ახალი „ოქროს საწმისი“ არის ჩინეთიდან წამოსული „აბრეშუმის გზა“. აღსანიშნავია, რომ აბრეშუმის გზის აღდგენაში საქართველოს როლზე ჩინელებს ადრე ელაპარაკებოდა ე.შევარდნაძე, შემდეგ თავად ჩინეთმა დაინახა ეს როლი და ბევრი კონკრეტული ნაბიჯი გადადგა მისი რეალიზაციისკენ. ახლა საქართველოს როლი ევროპისთვის ტვირთების ტრანზიტში ცხადი გახდა თავად ევროპისთვის. ეს „გეო-სატრანზიტო“ ფაქტორი მიმაჩნია საქართველო-ევროპის ურთიერთობის განახლების მთავარ მექანიზმად.

ახლა საქართველოს როლი ევროპისთვის ტვირთების ტრანზიტში ცხადი გახდა თავად ევროპისთვის. ეს „გეო-სატრანზიტო“ ფაქტორი მიმაჩნია საქართველო-ევროპის ურთიერთობის განახლების მთავარ მექანიზმად

რაც შეეხება შეფასებას, ეგ ძალიან ძნელი საქმეა. თითქმის შეუძლებელია, რომ დღეს მთელი სისრულით შეფასდეს ევროკავშირის კანდიდატობაზე გაცემული რეკომენდაციის მნიშვნელობა, რამდენადაც ასეთი ფაქტის ფასი ყალიბდება მთელი მსოფლიოს მოვლენათა კალეიდოსკოპით, რომლის სურათი საოცარი სისწრაფით იცვლება.

ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ სულ უფრო ვუახლოვდებით დიდ საჭადრაკო დაფას და ახლაც ამ მიმართულებით გადაიდგა ნაბიჯი, რაც გვპირდება პოლიტიკური თამაშების ძალიან საინტერესო და ამავე დროს რთულ პროცესებს დიდი პერსპექტივებით.

- ევროპული გამოცდილება ადასტურებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული და შეიძლება პროცესი ათეული წლები გაგრძელდეს.

მით უმეტეს, რომ ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მიიღო და თუ რეალურად არ ვიმოქმედეთ, შესაძლოა, ჩვენ ძალიან დიდხანს გაგვიგრძელდეს კანდიდატის სტატუსში ყოფნა.

გასაგებია, რომ 9 დათქმის შესრულებას დრო, ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობაა საჭირო, მაგრამ, იმ ფოზე, რაც რეალურად გვაქვს, ეს რთულად წარმოსადგენია.

თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მმართველ ძალას აქვს საშუალება პოლიტიკური ნების შემთხვევაში უმოკლეს ვადებში შეძლოს დათქმების უმეტესობის შესასრულებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

იმ შეფასებების გათვალისწინებით, თუ რა განცხადებები გაკეთდა მომხდარზე სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების მხრიდან, სავარაუდოდ, მოქმედების რა გზას აირჩევს ხელისუფლება იმისათვის, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ საქართველო კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ევროკავშირთან დასაახლოებლად?

- მეჩვენება, ღმერთმა ქნას, არ ვცდებოდე, რომ დიდი პოლიტიკაში მონაწილეობის გამო საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტიკურ კომპეტენციაში ოდნავ გაუსწრო საქართველოს საზოგადოების და ევროპის პოლიტიკოსთა გარკვეულ ნაწილს, რომლებიც რეალური პოლიტიკის თამაშის წესებს ვერ ან არ აღიქვამენ. პოლიტიკოსთა ეს ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველო მოწაფეა და ევროკავშირი - მასწავლებელი. ხომ ეს მოდელი გაახმოვანა ჯოზეფ ბორელმა.

როგორც ჩანს, სასკოლო ურთიერთობების სხვა თავისებურებაც გასახსენებელია - ვინც კარგად იქცევა, მას შეაქებენ, მაგრამ ანგარიშს ნაკლებად გაუწევენ, ხოლო ონავარ მოსწავლეს შეიძლება უფრო მეტი დაუთმონ. „ონავრის“ როლისთვის განწირულმა საქართველოს ხელისუფლებამ „მასწავლებლის“ დაუკითხავად ბევრი რამ გააკეთა.

მისი „უსაქციელობის“ მაგალითებია ჯერ ჩინეთიდან რკინიგზის ხაზის შემოყვანა თბილისში, მერე - სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე ხელშეკრულება, რუსეთთან ფრენების დაშვება, მეორე ფრონტის დაუშვებლობა და სხვა ამგვარი. არადა, რეალობა ასეთია: რუსეთს აგრესიის საბაბი რომ არ მივეცით, გვაქვს მშვიდობა. ხოლო მშვიდობიანი საქართველო აუცილებელია სატრანზიტო ფუნქციის განხორციელებისთვის, რაც სჭირდება ევროპას; ჩინეთთან ურთიერთობით ჩვენი სატრანზიტო ფუნქციაც არის საჭირო ევროპისთვის.

გამოდის, რომ საქართველოს „ონავარი“ ხელისუფლება „მასწავლებლისთვის“ საჭირო საქმეს უკეთესად აკეთებს, ვიდრე მასწავლებელმა ჩაწერა საშინაო დავალებაში 12 პუნქტად. ვფიქრობ, მოთხოვნათა 12 ან 9 პუნქტი რიტორიკული პირობაა, რაც ჩვენ ინტერესში უფროა, ვიდრე ევროპის ინტერესში. ამას მაფიქრებინებს ევროპის შესანიშნავი ურთიერთობა იმ ქვეყნებთან, რომლებსაც კიდევ უფრო მეტად აქვთ დარღვეული „12 მცნება“, ვიდრე საქართველოს.

გამოდის, რომ საქართველოს „ონავარი“ ხელისუფლება „მასწავლებლისთვის“ საჭირო საქმეს უკეთესად აკეთებს, ვიდრე მასწავლებელმა ჩაწერა საშინაო დავალებაში 12 პუნქტად. ვფიქრობ, მოთხოვნათა 12 ან 9 პუნქტი რიტორიკული პირობაა, რაც ჩვენ ინტერესში უფროა, ვიდრე ევროპის ინტერესში

მიმაჩნია, რომ მართებულია ევროკავშირთან შემდგომი დაახლოებისთვის ევროპის ინტერესების დაცვა ჩვენი საკუთარი შეხედულებების საფუძველზე და არა მხოლოდ „სასკოლო დისციპლინის“ რეჟიმში. საქართველო საუკუნეების განმავლობაში იცავდა ევროპას მუსულმანებისგან ევროპული ინსტრუქციების გარეშე, საერთო ინტერესების გამო.

ახლაც საერთო ინტერესების გვაქვს ევროპასთან - პოლიტიკური და გეოპოლიტიკური, რელიგიური, კულტურული. საქართველო ევროპულ ინტერესებს მარტო იცავდა მთელი ისტორიის განმავლობაში. ახლა ჩნდება შესაძლებლობა დაიცვას ისინი ევროპის ქვეყნებთან ერთად მათთან თანასწორობის საფუძველზე.

- ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა გარკვეულ წილად აცდენილია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას. დამკვირვებელთა ნაწილი თანხმდება, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა სინქრონული უნდა იყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან, ამ თემაზე მინიშნებები გარკვეულ წილად შემაშფოთებელიცაა და დამაფიქრებელიც.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ საჭიროა საქართველო უფრო მკაფიო და ეფექტური იყოს ევროკავშირში მიმდინარე პროცესებთან, ასევე უკრაინა-რუსეთს ომის შესახებ რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაციას დაკავშირებით. გაქვთ იმის განცდა, რომ ხელისუფლება უახლოეს მომავალში გაითვალისწინებს ამ ორ თემაზე ანგარიშში მოხვედრილ შენიშვნებს?

- დავუბრუნდები ბორელისეულ პედაგოგიურ მეტაფორას. სკოლაში ყველას გვისწავლია და ვიცით, რომ არსებობენ კეთილი მასწავლებლები, რომელთა რჩევა შეიძლება იყოს მცდარი. ამიტომ დამკვიდრდა ინტერაქტიური და დემოკრატიული პედაგოგიკა სასწავლებლებში, სადაც მასწავლებელი მოწაფესაც ეკითხება აზრს. ეს ევროპული პედაგოგიკის მონაპოვარია და კარგი იქნება, თუ ევროპული პოლიტიკა მიჰბაძავს თავის პედაგოგიკას.

საქართველოს საგარეო პოლიტიკის სინქრონიზაცია სახიფათო ტენდენციაა, რომელიც ემუქრება ქვეყნის სუვერენიტეტს. ამგვარი მოსაზრებები თავად ევროპისთვისაც არის სახიფათო, სუვერენიტეტის შევიწროების გამო მიატოვა ინგლისმა ევროკავშირი. ამიტომ მგონია, რომ სუვერენიტეტის შემზღუდველი პრინციპებს მომავალი არა აქვს.

საქართველოს საგარეო პოლიტიკის სინქრონიზაცია სახიფათო ტენდენციაა, რომელიც ემუქრება ქვეყნის სუვერენიტეტს. ამგვარი მოსაზრებები თავად ევროპისთვისაც არის სახიფათო, სუვერენიტეტის შევიწროების გამო მიატოვა ინგლისმა ევროკავშირი. ამიტომ მგონია, რომ სუვერენიტეტის შემზღუდველი პრინციპებს მომავალი არა აქვს

- ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით ოპოზიციური სპექტრის შეფასებები პრაქტიკულად რადიკალურად განსხვავდება ხელისუფლების შეფასებებისაგან. მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ იმაზე მინიშნება, რომ ევროკავშირის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დენ ლაინმა მართლაც რამდენიმეჯერ თქვა, რომ მიღებულ გადაწყვეტილებაში ლომის წილი მიუძღვის ქართველ ხალხს, რომელსაც სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი.

ამ შეფასებებსაც რომ თავი დავანებოთ, რადგან ახლა რეალური ნაბიჯების გადადგმის დროა, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პარლამენტის ოპოზიციური სპექტრი უფრო კონკრეტული და ეფექტური იყოს?

- ამჟამინდელი ოპოზიცია თითქმის უცვლელად ასე იყო 12 წელი და კონკრეტული და ეფექტური ის ვერ გახდა.

ამიტომ, მათი შეცვლის ალბათობა ძალიან მცირეა, თუ მოხერხდა - იქნება შესანიშნავი მათთვისაც, ქვეყნისთვისაც და ევროპისთვისაც

- დამკვირვებელთა უმრავლესობა თვლის, რომ მიღებული გადაწყვეტილებით ევროკავშირმა თავად აიღო პასუხისმგებლობა მომავალი წევრის მიმართ. რაც უპირველესად იმას, ნიშნავს, რომ 2024 წლის არჩევნების მიმართ ინტერესი ევროკავშირს მაღალი ექნება.

შესაბამისად, იქნება უფრო ფართომასშტაბიანი მონიტორინგი, გრძელვადიანი დამკვირვებლების ჯგუფები და ისეთი მონიტორინგი, აქამდე რომ არასდროს არ ყოფილა. ცხადია, ამ ტიპის მონიტორინგი დიდი გამოცდა იქნება როგორც მმართველი გუნდისთვის, ისე ოპოზიციისთვის. ალბათ, უფრო სახელისუფლებო გუნდისთვის.

ამის გათვალისწინებით, რა კორექტივები შეიძლება შეიტანოს თავის საარჩევნო კამპანიაში მმართველმა გუნდმა? აქვს მას იმის რესურსი, რომ მან 2024 წლის საარჩევნო კამპანია ისე ჩაატაროს, რომ ევროკომისიას, ევროპარლამენტს ხელისუფლების მიმართ სერიოზული პრეტენზიები არ ჰქონდეს?

- გეთანხმებით, რომ დღევანდელ დღეს შეიძლება ჰქონდეს გავლენა 2024 წლის არჩევნებზე. თუმცა, კანდიდატობის თემს ჯერ არაა ამოწურული და ნუ გავუსწრებთ დროს.

თუ კანდიდატობის მონიჭებისას რაიმე მოულოდნელობა მოხდა, ხელისუფლებას პრეტენზიები უდავოდ ექნება. თუ ყველაფერი მოსალოდნელ კალაპოტში განვითარდა, ხელისუფლების კრიტიკულობა ევროპული მოთხოვნებისადმი განულდება. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით განვითარდება პროცესები.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს