დავით ქართველიშვილი - „რუსული მთავრობის“ პრემიერი ღარიბაშვილი პუტინის მეგობარ ფაშინიანთან ერთად “რუსული ფორუმის” თანამომხსენებელი იყო -  დღეს ეიფელის კოშკი რუსეთის დროშის ფერებში შეიღებება

„ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, პარიზში მიმდინარე „მშვიდობის ფორუმს" გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ფორუმის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო.

მისივე თქმით, „პარიზის "რუსულ ფორუმს" ასევე ევროკავშირის იმ წევრი სახელმწიფოების დელეგატები ესწრებიან, რომლებმაც რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების ფარგლებში, მხოლოდ რუსული ენერგომატარებლების შესყიდვებზე რუსეთის ხაზინა ტრილიონობით რუსული რუბლით გაამდიდრეს“.

„ქართული მეხუთე კოლონის რიგებში მიმდინარე პოლიტიკური გლოვის დღეებმა კინაღამ ჩვენი ყურადღების მიღმა დატოვა ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. დღეს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის მიერ ნაპოლეონ ბონაპარტისაგან განთავისუფლებულ პარიზში ზარ-ზეიმით შეხვდნენ, იქ მიმდინარე „რუსულ ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად ჩასულ „რუსული ოცნების" ხელისუფლების მიერ დაკომპლექტებული „რუსული მთავრობის“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერი ღარიბაშვილი „რუსული ზეგავლენის" ქვეშ მყოფ ОДКБ-ს წევრი-სომხეთის „პუტინის მეგობარ“ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან ერთად დღეს ფორუმის ფარგლებში ჩატარებულ "რუსულ პლატფორმაზე" მთავარი თანამომხსენებელი იყო.

საუბრის თემა: "პუტინის სამხრეთ კავკასიაში" მიმდინარე დასავლური ინტეგრაციის პირობებში სამშვიდობო რეგიონალური პოლიტიკის შენარჩუნება. ასევე „რუსული ოცნებისთვის“ „რუსული სტატუსის“ მინიჭების თაობაზე ბრიუსელის Государственная дума-ს ფილიალის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პარიზის „რუსულ ფორუმს“ ასევე ესწრებიან ევროკავშირის იმ წევრი სახელმწიფოების დელეგატები, რომლებმაც რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების ფარგლებში, მხოლოდ რუსული ენერგომატარებლების შესყიდვებზე რუსეთის ხაზინა ტრილიონობით რუსული რუბლით გაამდიდრეს. „რუსული ფორუმის“ აღსანიშნავად, დღეს ეიფელის კოშკი რუსეთის სახელმწიფო დროშის ფერებში შეიღებება. მართალია, იგივე ფერებია, რაც საფრანგეთის დროშას აქვს, მაგრამ ამჯერად ნამდვილად „რუსულია“, - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, რომლის კომენტარსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში