ირაკლი ზარქუა - ჩვენი მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 17 პროცენტამდეა ჩამოსული, ჩემი „ხაბე“ იმდენს იზამს, დაიყვანს ამას 5 პროცენტამდე ან უფრო ნაკლებამდე

კობახიძემ ევროპელ პარტნიორებს შესთავაზა, რომ თუ 2022 წლის დეკემბერში სტატუსს მოგვანიჭებდნენ, ბარიერს 2 პროცენტამდე დავწევდით, „ოფერი“ ჩაიშალა და რაზე აპელირებენ გაუგებარია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ბარიერის 2 პროცენტამდე შემცირების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ ბარიერის შემცირებაზე „ნაციონალური მოძრაობაც“ საუბრობს, რადგან, „სავარაუდოდ პრობლემა ამ კუთხით, მათაც გაუჩნდათ“.

„იციან, ხელი მოეცარათ, რევოლუცია არ გამოსდით, რადგან ევროკომისიამ სტატუსის მინიჭებით წყალში ჩაუყარათ გეგმები, სერბები ჰყავდათ დაქირავებული, იცით, რომ ქვეყანა ქაოსში და უბედურებაში შეეყვანათ. ეს ახლა არ გამოსდით და დაიწყეს. ნიშანდობლივია, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ რომ დაიწყო, რადგან რეალურად გაუჩნდათ ეტყობა ბარიერის პრობლემა, შიდა კვლევები აქვთ რეალური, ის კი არა რასაც აჩვენებენ, რეალური სურათი აქვთ და ჩვენი მონაცემებით 17 პროცენტამდეა მათი რეიტინგი ჩამოსული, ჩემი „ხაბე“ იმდენს იზამს, დაიყვანს ამას 5 პროცენტამდე ან უფრო ნაკლებამდე, ამის ეშინიათ და სამართლიანადაც აქვთ ამის მიმართ შიში. 2022 წელს, როცა ქაოსი და არეულობა იყო და ჩვენ ველოდებოდით სტატუსს, მაშინ ჩვენმა ლიდერმა კობახიძემ ევროსაბჭოს, ევროკომისიას, ევროპელ პარტნიორებს შესთავაზა, რომ თუ 2022 წლის დეკემბერში სტატუსს მოგვანიჭებდნენ, ბარიერს 2 პროცენტამდე დავწევდით, რომ პოლარიზება შეგვემცირებინა, ამას სამწუხაროდ, გამოხმაურება არ მოჰყვა, არ მოგვენიჭა სტატუსი უსამართლოდ და გახსოვთ ამას ორბანიც ამბობდა. აქედან გამომდინარე, ეს „ოფერი“ ჩაიშალა და რაზე აპელირებენ გაუგებარია. ბარიერი, როგორც ევროპის უმეტეს ქვეყნებშია, 5 - პროცენტიანი დარჩება. ამ მოცემულობით ჩვენ ამაზე მსჯელობა არ გვაქვს და არ მაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში გაიმართება“, - განაცხადა ზარქუამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში