კახა კალაძე - მზად ვართ, შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ, რათა ევროპას კიდევ უფრო დავუახლოვდეთ

საქართველოს ხელისუფლება მზადაა, რომ ევროპასთან დაახლოებისთვის შემდეგი ნაბიჯები გადადგას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია იმ შრომის შედეგია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად მიაღწია.

„დიდი იმედი მაქვს, რომ დეკემბერში დადებითი, პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეს იმ ბრძოლისა და შრომის შედეგია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები არ იღებდნენ მონაწილეობას პროცესში, რათა 12-პუნქტიანი გეგმა შესრულებულიყო და დეპოლარიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი გადადგმულიყო. პირიქით, ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ პოლარიზაცია გაღრმავებულიყო. ასევე, დარბოდნენ ბრიუსელში, რომ მათ და ასევე, საქართველოს ე.წ. ზოგიერთ მეგობარს, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში თავიანთი უხამსი განცხადებებით დაგვამახსოვრდნენ, პროცესისთვის ხელი შეეშალათ, ქვეყანას სტატუსი არ მიეღო, შემდეგ კი ეს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოეყენებინათ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვაჩვენეთ, რომ შევასრულეთ ყველა ის წინაპირობა, რომელიც მოთხოვნილი იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროპელ კოლეგებთან ერთად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიეღოთ.

„საქართველო მანამდეც იმსახურებდა სტატუსს, ამას გულწრფელად ვამბობ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, თუმცა, მიზანმიმართულად, ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეს. რა თქმა უნდა, კარგია, რომ დღეს რეკომენდაცია დადებითი შეფასებითაა მიღებული. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად, რომელთაც მართლა გული შესტკივათ საქართველოზე და უნდათ საქართველოს ევროპული მომავალი, ყველაფერი გავაკეთეთ და დღესაც მზად ვართ, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ისე ხომ არ არის, რომ რაღაც გავაკეთეთ და უნდა გავჩერდეთ? ეს გრძელვადიანი პროცესია და საქართველოს ხელისუფლება მზადაა, რომ შემდეგი ნაბიჯები გადადგას, რათა ევროპას კიდევ უფრო დავუახლოვდეთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე