კომიტეტმა მხარი დაუჭირა ფრიდონ ინჯიას ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლებით არაელექტრონული პირადობის მოწმობების მქონე მოქალაქეებიც შეძლებენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა დეპუტატ ფრიდონ ინჯიას ინიციატივას, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლებით არაელექტრონული პირადობის მოწმობების მქონე მოქალაქეებიც შეძლებენ.

კომიტეტმა ინჯიას კანონპროექტს საკითხზე შემდგომი კონსულტაციების გაგრძელების დათქმით პირობით დაუჭირა მხარი.

“საარჩევნო კოდექსში“ შეთავაზებული ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს.

მოქმედი კანონის გათვალისწინებით, პარლამენტის 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ პირებს ექნებათ, რომელთაც ელექტრონული პირადობის მოწმობები და საქართველოს მოქალაქის პასპორტი გააჩნიათ.

როგორც ინჯიას მიერ წარდგენილი კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არაელექტრონული პირადობის მოწმობა აქვს, კონსტიტუციით გათვალისწინებული საარჩევნო უფლებით ვერ ისარგებლებს, რითაც საქართველოს მოქალაქეობის მქონე ათიათასობით პირს შეეზღუდება კონსტიტუციური უფლება, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ.

“არჩევნები არის ერთგვარი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს დემოკრატია. იმისათვის, რომ შედგეს “ხალხის მმართველობა“, ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაში, ამის საუკეთესო გზა არჩევნებია“, - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.

შესაბამისად, პარლამენტში განსახილველად წარდგენილი პროექტის მიხედვით, არჩევნებში ხმის მიცემა და სხვა სათანადო პროცედურების განხორციელება შესაძლებელი იქნება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქის არაელექტრონული პირადობის მოწმობით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში