ბრიტანეთის ელჩი - რეფორმები, რომლებსაც ევროკავშირი მოითხოვს, აბსოლუტურად შეესაბამება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას

ყველა გამოკითხვა ამბობს, რომ ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ყველა პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ ეს არის თქვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ეს წერია თქვენს კონსტიტუციაში, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„დიდი ბრიტანეთის პოზიციაა, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სუვერენიტეტი ნიშნავს იმას,რომ თავად აკეთებთ არჩევანს. ასევე, არის ბევრი რეფორმა, რომელსაც ევროკავშირი მოითხოვს და ეს რეფორმები აბსოლუტურად შეესაბამება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ასე რომ, როდესაც საქმე ეხება შემდგომ ნაბიჯებს, მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯებში ჩაერთვება, როგორც 12 პრიორიტეტში ჩაერთო და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააგრძელებს გზას ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ. მე ნამდვილად მიხარია, რომ პროგრესი მიღწეულია და იმედი მაქვს, რომ პროგრესი გაგრძელდება“, - აღნიშნა ელჩმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს