არმაზ ახვლედიანი ხელისუფლებას სთავაზობს, 2024 წლის არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით კონკრეტული სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბების მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნას

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი ხელისუფლებას სთავაზობს, შეიქმნას ჯგუფი, რომელიც 2024 წლის არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ჩამოაყალიბებს.

აღნიშნულის შესახებ ახვლედიანმა განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა და საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა, რომ არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლად პირველი ნაბიჯები სწორედ მმართველმა ძალამ უნდა გადადგას.

„სტატუსით თუ უსტატუსოდ, რას ფიქრობთ ბატონებო, 2024 წლის არჩევნები ხომ ჩასატარებელია? და ეს ისტორიულ-ეპოქალური არჩევნები ჩასატარებელია წესიერ გარემოში. გამოდის, რომ შეიძლება სტატუსი მივიღოთ, მაგრამ ეს სტატუსი საკმაო ხანს გაგვყვეს და ვერ შევდგეთ ნორმალურ, ევროპულ სახელმწიფოდ. იმისთვის, რომ 2024 წლის არჩევნები ჩატარდეს გამართულად და მეტ-ნაკლებად დემოკრატიულად, საჭიროა შეთანხმება. ვერც სტატუსი და ვერც კონსტიტუციაში არაერთი ჩანაწერი, თუნდაც საუკეთესო საკანონმდებლო ბაზა ვერ უზრუნველყოფს (გვაქვს ამის პრაქტიკა და გამოცდილება) არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. ამას სჭირდება ნება, უპირველესად მმართველი პარტიის. ამიტომ, ჩემი დაკვირვებით, ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ სწორედ მმართველმა ძალამ გადადგას პირველი ნაბიჯები და მიუხედავად იმისა, რამდენად მიუღებელია მისთვის ოპოზიცია ან მისი ცალკეული ნაწილები, მოახერხოს და სახელმწიფოებრივი ამოცანებიდან გამომდინარე, დაიწყოს კონკრეტული გეგმის რეალიზება, რომელიც მიგვიყვანს სამართლიან არჩევნებამდე. ევროპამ, დასავლეთმა ახლა სწორედ უკრაინაში ომის გამო გამოიხედა ჩვენკენ. ისე ყველამ კარგად ვიცით, რომ არაერთი თამაზ გინტური ჰყოლია საქართველოს და რეალურად, ათწლეულების განმავლობაში მიზეზი ესაა - ჩვენი ევროპული არჩევანი და ის, რომ ჩვენკენ იმზირება დასავლეთი. მაგრამ დღეს ჩვენ წარსული დამსახურებების გამო არავინ გაგვიღებს კარს, რაც მთავარია, თუ არ აღდგა საზოგადოების ნდობა ხელისუფლების და არჩევნების მიმართ, ყველაფერი წყალში ჩაიყრება. ამიტომ, გთავაზობთ, შეიქმნას თუნდაც მცირე ჯგუფი, რომელიც ჩამოაყალიბებს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას არჩევნების ნორმალურად, სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით, დაწესდეს ამაზე მონიტორინგი არა მხოლოდ საპარლამენტო ძალების მხრიდან“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა