დავით კირკიტაძე - რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც ჭედავს, ათეთრებს, ანგრევს ქართულ ეკლესიებს, რომელიც ხოცავს ჩვენს თანამოქალაქეებს

საკუთარ სოფელში, კირბალში, კიდევ ერთი ქართველი პატრიოტი მივაბარეთ მიწას და სიტყვები, რომელიც მან წარმოთქვა ლომისის ეკლესიაში აჭედილი კარების გახსნის და ეკლესიაში შესვლის შემდეგ, დარჩება სიტყვებად, რომელიც ყოველთვის ემახსოვრება ქართველ ხალხს - მისი საქციელი დარჩება გმირობად და მისი სიტყვების მეორე ნაწილი პირდაპირ, როგორც ამოძახილი ქართველი ხალხისა რუსების მიმართ იქნება მანამ, სანამ რუსები გააგრძელებენ იმ პოლიტიკას, რომელიც მათ ასწლეულებია აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით კირკიტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თამაზ გინტურის მკვლელობაზე ისე, როგორც ჩვენი არაერთი მოქალაქის მკვლელობაზე, პასუხისმგებელია რუსეთის სახელმწიფო და არავინ სხვა და მცდელობა იმისა, რომ სურათი რამენაირად „გაიბლაროს“, რომ რუსეთისგან ისრები გადატანილი იქნას სხვა მიმართულებით, არის უშედეგო.

მისი თქმით, რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც ჭედავს, ათეთრებს, ანგრევს ქართულ ეკლესიებს, რომელიც ხოცავს ჩვენს თანამოქალაქეებს, რომელიც ეწევა ოკუპაციას მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიების, რომელიც არის დარჩენილი ერთ-ერთი უკანასკნელი ბარბაროსი კაცობრიობის წინააღმდეგ.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რუსეთის სახელმწიფო ამ ფორმით, იმ მისწრაფებებით და იმ სტრატეგიით, რომელიც დღეს აქვს - ძალიან მალე დასრულდება და დასრულდება ჩვენს მეგობარ ქვეყანაში - უკრაინაში. ამის შემდეგ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენ მეგობრებსაც მოგვეცემა საშუალება, რომ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და დასრულდეს იმ ბარბაროსული აქტების ჩადენა, რომელსაც რუსეთი ეწევა მისი მეზობლების მიმართ. დროა, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთი არის დამნაშავე როგორც თამაზ გინტურის, ასევე, ჩვენი უამრავი პატრიოტის მკვლელობაში და ამ მიდგომაში რუსეთთან უნდა ვიყოთ ერთიანი და ყველამ, განურჩევლად პოლიტიკური მიდგომებისა, უნდა შევეცადოთ ეს ნათელი სურათი, ეს სიმართლე მივიტანოთ ჩვენს საზოგადოებამდე, ჩვენს მეგობრებამდე და არ უნდა მივცეთ საშუალება რუსეთს, ჩვენი განცხადებებით, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის