პეტერ ფიშერი - ევროკავშირი არ მიიღებს ახალ წევრ ქვეყანას, სადაც არჩევნები ეჭვებს ბადებს - ჩვენ არ გვინდა ახალი პრობლემის მიღება ევროკავშირში

ევროკავშირი არ მიიღებს ახალ წევრ ქვეყანას, სადაც არჩევნები ეჭვებს ბადებს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, 2024 წლის არჩევნები საქართველოში უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე და არ უნდა არსებობდეს ეჭვის საფუძველი.

„ევროკავშირი არ მიიღებს ახალ წევრ ქვეყანას, სადაც არჩევნები ეჭვებს ბადებს. ევროკომისიის რეკომენდაცია 9 პუნქტშია თავმოყრილი. გვსურს დარწმუნებული ვიყოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინსტიტუტები აქვს, როგორიცაა, მაგალითად, ანტიკორუფციული სამსახური, საარჩევნო კომისია, საქართველოს ეროვნული ბანკი, მონაცემთა დაცვის სამსახური, ყველა ეს ინსტიტუტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია პლურალისტური დემოკრატიისთვის, უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.

შემდეგ, რა თქმა უნდა, რომ გააგრძელოთ თქვენი მუშაობა დეოლიგარქიზაციაზე, არის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია და ამასთან დაკავშირებით იყო გარკვეული კომენტარები. განაგრძეთ ეს სამუშაო. ეს, ასევე, რეკომენდაციაა უკრაინასა და მოლდოვას მიმართ“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.

მისი თქმით, გერმანიას სურს დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა საქართველომ უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რადგან გერმანიას არ სურს ახალი პრობლემები ევროკავშირში.

„ჩემი მოლოდინი ოპტიმისტურია. ევროკომისიის რეკომენდაცია ჩვენს სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებს მიმართულებას აძლევს. გერმანიას სურს თქვას - დიახ, მაგრამ როგორც ვთქვი, ჩვენ არ გვინდა ახალი პრობლემის მიღება ევროკავშირში. ასე რომ, თუ საქართველო, როგორც მე ველოდები, გააგრძელებს რეფორმების გზას, გააგრძელებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ინსტიტუტების გაძლიერებას, მაშინ მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ 27 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური საქართველოს სასარგებლოდ მისცემს ხმას და გერმანია მათ შორისაა. კანცლერმა შოლმა თქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის გაფართოებას”,- განაცხადა მან.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში