არმაზ ახვლედიანი - ახლა დროა, როდესაც „ქართული ოცნება“ უნდა იჩენდეს ინიციატივას, რომ მზად არის, შეიმუშაოს არჩევნების წესიერად ჩატარების გეგემა - ამისათვის საჭიროა ოპოზიციაში დაინტერესებულ წარმომადგენლებთან შეთანხმება

2024 წლის არჩევნები იქნება უმთავრესი, რაც განსაზღვრავს საქართველოს ბედს მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში , - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა 2024 წლის არჩევნებზე და მის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, დასავლეთის შეფასება საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში პერსპექტივის შესახებ, დამოკიდებული იქნება არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებაზე.

„ 2024 წლის არჩევნები იქნება უმთავრესი კრიტერიუმი, რითაც დასავლეთი შეაფასებს საქართველოს პერსპექტივას ევროატლანტიკურ სივრცეში. ეს ნამდვილად ეპოქალური არჩევნებია. ახლა საქართველო 2012 წლის არჩევნებზე მნიშვნელოვანი არჩევნების წინაშე დგება, სწორედ, იმიტომ, რომ 2012 წელს კითხვის ნიშნის ქვეშ არ იდგა ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები“, - განაცხადა ახვლედიანმა.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ 2024 წლის არჩევნები დარღვევების გარეშე ჩატარდეს, ახვლედიანის შეფასებით, ამისათვის მნიშვნელოვანი იქნება ხელისუფლების წარმომადგენლებს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის შეთანხმება.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შეთანხმება, მით უმეტეს, სტატუსის ფონზე. შეთანხმება აუცილებელიც არის და სავალდებულოც. ხელისუფლების წარმომადგენლებს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის შეთანხმების გარეშე, აგრეთვე თავად ოპოზიციაში შეთანხმების გარეშე, შეუძლებელი იქნება არჩევნების სამართლიანად ჩატარება. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ [ევროკავშირის კანდიდატის] სტატუსს მყისიერად არავინ წაგვართმევს, თუმცა სტატუსის ამარა დავრჩებით და პროცესი გაიყინება. ეს პერსპექტივა რეალურია და ჩვენ ხელ ხელშია ამ მწარე რეალობისგან გადავარჩენთ საქართველოს თუ არა.

ახლა ის დროა, როდესაც „ქართული ოცნება“ უნდა იჩენდეს ინიციატივას, რომ მზად არის შეიმუშაოს არჩევნების წესიერად ჩატარების გეგემა და ამისათვის საჭიროა ოპოზიციაში დაინტერესებულ წარმომადგენლებთან შეთანხმება. ამ პროცესის მონაწილე იყოს ჩვენი მთავარი შემფასებელი - ევროკავშირი, აგრეთვე აშშ-ს მთავრობის წარმომადგენელი. გეგმა დროში უნდა იყოს გაწერილი. გეგმის დროში შესრულებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მხარეებმა. გაწერილი უნდა იყოს ვინ რაზეა პასუხისმგებელი“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ამასთან, ახვლედიანმა 5%-იან საარჩევნო ბარიერზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბარიერის დაწევაში არ მდგომარეობს პრობლემის მოგვარება, ყველაზე მნიშვნელოვანია მოქალაქემ იცოდეს, რომ მას უღირს არჩევნებში მონაწილეობა და მისი ხმა არ დაიკარგება.

„ბარიერმა, რომც დაიწიოს, ეს ვერ იქნება გარანტია იმისა, რომ ოპოზიცია წარმატებას მიაღწევს. ბარიერის დაწევაც კი შეუძლია ხელისუფლებამ სათავისოდ გამოიყენოს, იმ შემთხვევაში თუ მას როგორც ჩაფიქრებული აქვს, ისე ჩაატარებს არჩევნებს. ასე, რომ ბარიერის დაწევაში ნუ ვეძებთ დიდი პრობლემის გადაწყვეტის გასაღებს, ყველაზე მნიშვნელოვანია მოქალაქემ იცოდეს, რომ მას უღირს არჩევნებში მონაწილეობა, მისი ხმა არ დაიკარგება, მას მიეცემა შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ნება“,- განაცხადა ახვლედიანმა.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს