ირაკლი კობახიძე პარლამენტთან ჯებირების შესახებ კითხვაზე - ვიღაც ექსტრემისტი რომ მოგვარდება, ხომ უნდა დაიცვა სახელმწიფო შენობა?

რა თქმა უნდა, ვიღაც ექსტრემისტი რომ მოგვარდება, ხომ უნდა დაიცვა სახელმწიფო შენობა? მითუმეტეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი რაღაც რევოლუციური პროცესების შესახებ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პარლამენტის შენობასთან ჯებირების შესახებ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, არ იცის ჯებირები დამონტაჟდება თუ არა, თუმცა ის საჭიროა, რათა საკანონმდებლო ორგანოს შენობა მეტად დაცული იყოს.

„რა დამონტაჟდა და რა დამონტაჟდება არ ვიცი. მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვენიჭება კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის გეგმები გადაიდო, მაგრამ გადაიდო ერთი წლით. ყველამ იცის, რომ როგორც კი წააგებენ საპარლამენტო არჩევნებს, მაშინვე ეცდებიან თავიდან რაღაც აჟიოტაჟის შექმნას.

რა თქმა უნდა, ვიღაც ექსტრემისტი რომ მოგვარდება, ხომ უნდა დაიცვა სახელმწიფო შენობა? მითუმეტეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი რაღაც რევოლუციური პროცესების შესახებ. რა თქმა უნდა, არავითარი შანსი არ აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ წარმატებით მიიყვანოს ბოლომდე რაიმე რევოლუციური გეგმა, მაგრამ პრევენცია ზედმეტი არასოდეს არ არის.

ყველამ იცის, როგორც კი წააგებენ საპარლამენტო არჩევნებს, თანაც ძალიან მწარედ, მაშინვე დაიწყებენ ამ რევოლუციურ გეგმებზე ფიქრს. თუმცა, რა თქმა უნდა, ნულოვანი შანსი აქვთ მათ რომ ეს რევოლუციური გეგმები სისრულეში მოიყვანონ. ამის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ რევოლუციას სჭირდება ზუსტად იგივე რესურსი, რა რესურსიც სჭირდება არჩევნების მოგებას - ეს არის ხალხის მხარდაჭერა. როცა ხალხის მხარდაჭერა არ გაქვს ვერც არჩევნებს მოიგებ და ვერც რევოლუციას მოაწყობ“, - განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში