ალუდა ღუდუშაური - ჩვენი ქვეყნის სიძლიერე გადის სწორედ მომავალი თაობისთვის სწორი და ხარისხიანი განათლების მიღებაზე

თითოეულ ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ პედაგოგობა, მითუმეტეს, დირექტორობა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არის უდიდესი პასუხისმგებლობის ტარება, რასაც ჰქვია ჩვენი შვილების მომავალი. ჩვენი ქვეყნის სიძლიერე გადის სწორედ მომავალი თაობისთვის სწორი და ხარისხიანი განათლების მიღებაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ანგარიში მოისმინეს.

ალუდა ღუდუშაურის თქმით, ის რეფორმები, რომელზეც დღეს მინისტრმა ისაუბრა, რევოლუციური და შთამბეჭდავია.

„ჩვენი ქვეყნის სიძლიერე არის მართლაც იმ მომავალზე, რასაც ჰქვია ხარისხიანი განათლება. მადლობა მინდა გადავუხადო მინისტრს და პრემიერ-მინისტრს იმისთვის, რომ ზრუნავენ ჩვენი პედაგოგებისთვის. თუმცა, მათთვის ადეკვატური და გნებავთ სამართლიანი ანაზღაურება ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება, სადაც ადამიანებს უწევთ უაღრესად დიდი შრომის ჩადება, ვერასოდეს იქნება ჩვენი პედაგოგების ამაგი დაფასებული სამართლიანად ხელფასში გამოხატული. ეს არის სტატუსი და ამ სტატუსიდან და პატივიდან გამომდინარე, ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ღირსეული წევრები, რომლებიც ქმნიან ქვეყნის მომავლისთვის იმ საფუძველს, რაზეც დგას ნებისმიერი ნორმალური, ძლიერი სახელმწიფო", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე