„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების საკითხზე პარლამენტში პარტიების წარმომადგენლებს ხვდება და რამდენიმე დღეში საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებას წარადგენს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების საკითხზე პარლამენტში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება და რამდენიმე დღეში ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებას წარუდგენს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს’ წარმომდგენლებთან საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წევრთა შეხვედრა „ლელოს“ ორგანიზებით იმართება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, საკითხი ევროკომისიის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს და 9 ძირითადი პირობის შემადგენელი ნაწილია, ამიტომ მნიშვნელოვანია პარლამენტმა ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგას.

საჯაია აცხადებს, რომ საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია პარლამენტთან არსებული უსაფრთხოების ექსპერტთა ჯგუფის შექმნაც. ორგანიზაცია საკუთარ ხედვებს წარუდგენს პარტიებს და მოისმენს მათ მოსაზრებებს, რომელიც აისახება მათ საკანონმდებლო წინადადებაში.

„სამწუხაროდ, უსაფრთხოების სექტორზე სათანადო ზედამხედველობა არ ხორციელდება პარლამენტის მიერ, რის მიზეზიც არის რეგლამენტის ჩანაწერები, რომელიც გვაქვს. კერძოდ, შეზღუდულია მანდატი როგორც კომიტეტის, ასევე ნდობის ჯგუფის და ის არ ვრცელდება მაგალითად, ფარული ღონისძიებების კონტროლზე, იმ ნორმატიულ აქტებზე, რომელიც ფარულ ღონისძიებებს შეეხება. არის სფეროები უსაფრთხოების სექტორში, რომელიც ფაქტობრივად, კონტროლის გარეთ არის დარჩენილი, მაგალითად პერსონალური მონაცემების დამუშავება და დაცვა უსაფრთხოების სექტორში. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკა და უსაფრთხოების სექტორი უნდა კონტროლდებოდეს არა მხოლოდ პარლამენტის მიერ, არამედ პარლამენტთან შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რადგან ამ დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპერტული ცოდნა, კონტროლის განხორციელება პოლიტიკურად ნეიტრალური პირების მიერ, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კომპეტენცია”, - განაცხადა საჯაიამ.

როგორც „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება უნდა იყოს ერთ- ერთი მთავარი რეფორმა, რომელიც უნდა გატარდეს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ამდენად მათთვის საინტერესოა არასამთავრობო სექტორის ხედვები.

„ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა ხელისუფლების პირობებში ხორციელდება უკანონო მოსმენა, მიყურადება, ფარული თვალთვალი, შემდეგ ამ მასალის გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების გასაშავებლად თუ ჟურნალისტებზე ზეწოლის მოსახდენად. ეს არის რუსული საბჭოთა ბნელი წარსულის გამოძახილი, რომელიც, სამწუხაროდ, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გააკონტროლა. არ არსებობს დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ცენტრალური როლი არ ენიჭება სწორედ პარლამენტს, რომ ბოროტად არ იქნეს გამოყენებული მსგავსი უფლებები ძალაუფლების მფლობელთა მხრიდან”, - განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო