ლევან ხაბეიშვილი - მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ, რომ გვყავს პოლიტიკური პატიმარი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის უფლებები დარღვეულია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ნიუ იორკში Amnesty International-ის ამერიკის ოფისის დირექტორს პაულ ო ბრაიანს შეხვდა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ო ბრაიანთან საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.

„ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავესწარით პანელურ დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდა Amnesty International-ის ამერიკის ოფისის დირექტორი პაულ ო ბრაიანი. პანელური დისკუსიის შემდეგ გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით, გვესაუბრა პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შესახებ, მისი უფლებების დარღვევის თაობაზე დამატებითი ინფორმაცია მივაწოდეთ და დაგვპირდა, რომ კიდევ მიიღებს ჩვენგან კონკრეტულ ინფორმაციას და ფაქტობრივ მტკიცებულებებს.

ასევე, ცხადია ვესაუბრეთ საოკუპაციო ხაზთან ჩვენი მოქალაქეების გატაცების, მკვლელობისა და ადამიანების უფლებების დარღვევის შესახებ.

დაგვპირდა, რომ გვექნება ამ თემასთან დაკავშირებით კომუნიკაცია. ცხადია, ჩვენ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ, რომ გვყავს პოლიტიკური პატიმარი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის უფლებები დარღვეულია და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით არის დევნილი. ასევე, საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენების შესახებ უნდა ჰქონდეს მსოფლიოს ინფორმაცია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის და დღევანდელი დღეც ამის დასტურია, რომ პაულ ო ბრაიანთან ჩვენ ყველა ეს საკითხი, პრობლემა დავაფიქსირეთ. ასევე დამატებით ინფორმაციებს მივაწოდებთ კიდევ მტკიცებულებების სახით“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში