თეთრი სახლის სპიკერი - ირანი წითელ ზღვაში კომერციული გემების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობს

ირანი წითელ ზღვაში კომერციული გემების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი, ედრიენ უოტსონი ავრცელებს.

„ჩვენ ვიცით, რომ ირანი წითელ ზღვაში კომერციული გემების წინააღმდეგ ოპერაციების დაგეგმვაში აქტიურად არის ჩართული. ეს ჰუსიტების მიერ რეგიონის დესტაბილიზაციის ქმედებების იმ გრძელვადიან მატერიალურ მხარდაჭერას შეესაბამება, რომელსაც ირანი ახორციელებს“, - განაცხადა ედრიენ უოტსონმა.

„ეს საერთაშორისო გამოწვევაა, რომელიც კოლექტიურ მოქმედებას მოითხოვს“, - აღნიშნა უოტსონმა.

ირანი წითელ ზღვაში ჰუსიტების მიერ განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობას უარყოფს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში, აშშ-მა საზღვაო კოალიცია შექმნა, რომელშიც 20 სახელმწიფოა ჩართული და წითელ ზღვაში გემების დაცვას ისახავს მიზნად.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე