დიმიტრი ხუნდაძე - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გარანტირებულ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ნიშნავს

„ხალხის ძალამ“ ქვეყნის სასიკეთოდ, კიდევ უფრო მეტი ძალა იგრძნო და დარწმუნებული ვარ, სიმართლის თქმას მეტი ზურგი ექნება, - ასე გამოეხმაურა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე.

ხუნდაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი სამშობლოს სიყვარულთან, ღირსებასთან, წარმატებასთან და გამარჯვებასთან ასოცირდება.

„მივესალმები ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას. ეს გარანტირებულ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ნიშნავს.

„ხალხის ძალამ“ ქვეყნის სასიკეთოდ კიდევ უფრო მეტი ძალა იგრძნო და დარწმუნებული ვარ, სიმართლის თქმას მეტი ზურგი ექნება.

ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის სამშობლოს სიყვარულთან, ღირსებასთან, წარმატებასთან და გამარჯვებასთან ასოცირდებოდა. ასე იყო აქამდე და ასე იქნება ახლაც. 2012 წლის შემდეგ ჩვენ ყველა სამშობლოს მხარეს ვდგავართ!“- წერს ხუნდაძე, რომლის კომენტარსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა