ვასო ურუშაძე - თბილისის აეროპორტს რუსეთი იყენებს, როგორც სანქციებისგან არიდების საშუალებას - ეს არის „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის რუსული პოლიტიკა

თბილისის აეროპორტს რუსეთი იყენებს, როგორც სანქციებისგან არიდების საშუალებას. ეს არის ცალსახად „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის რუსული პოლიტიკა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის დასავლურ ინტერესებთან, საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ კომპანია „აზიმუტის“ ფრენების დამატებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსულ ავიაკომპანიებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას.

„საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი რუსულ ავიაკომპანიებს, რომ მათ თავი აარიდონ დასავლურ სანქციებს, რომ მათ მოახერხონ და გადაარჩინონ საკუთარი საავიაციო ინდუსტრია და თბილისის აეროპორტი იყოს მათთვის გამოყენებული, როგორც პლატფორმა დასავლური სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ეს არის ცალსახად „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის რუსული პოლიტიკა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის დასავლურ ინტერესებთან, საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან”, - განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე