აკაკი ბობოხიძე - ივანიშვილია ყველაფერი, ამას „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ - მის ხელში ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა სათამაშოდ გადაიქცა

ივანიშვილის ხელში ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა სათამაშოდ გადაიქცა, ამიტომ ის ვის დასჯის ან ვის წაახალისებს, ეს არის ივანიშვილის პირადი გუნება-განწყობის საკითხი, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე და „ქართულ ოცნებაში“ შესაძლო ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა ის, რომ „ქართული ოცნების“ რეალური მმართველი ივანიშვილია, ამაზე თვითონ პარტიის წევრები საუბრობენ.

„ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილი წასულია და პასუხისმგებლობას ნაკლებად გრძნობს და ახლა უფრო მეტად აიღებს. ივანიშვილია ყველაფერი. ის, რომ ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ რეალური მმართველი, ამას ამ პარტიის წევრები ამბობენ. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა არ იცოდა, რომ ივანიშვილი იყო ამ პარტიის მმართველი და საპატიო თავმჯდომარეობა უფრო მიაბამს „ქართულ ოცნებაზე“?!

ივანიშვილმა რამდენჯერაც არ უნდა თქვას, რომ ის არაფერში ერევა და ის არ არის ამ ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი, მაშინ ვისი მეშვეობით ჩააწერინა ის, რაც ახლა ჩააწერინა წესდებაში?“, - განაცხადა ბობოხიძემ.

ამასთან, ბობოხიძემ პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით შესაძლო ცვლილებებზეც ისაუბრა.

მას აქვს მოლოდინი, რომ შეიძლება ივანიშვილმა პოლიტიკური „დასჯის“ მეთოდს მიმართოს.

„შეიძლება გააკეთოს დასჯა და რა იცვლება ამით? გახსოვთ როგორ გაუშვა ირაკლი ღარიბაშვილი? სრულიად სამარცხვინოდ. თავმოყვარე კაცი ბიძინა ივანიშვილთან მეორედ არ დაბრუნდებოდა. ღარიბაშვილს ცხოვრების მინიმალური უზრუნველყოფა ნამდვილად ჰქონდა, იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის არ ეპატიებინა ის შეურაცხყოფა, რომელიც მას მიაყენა. ის მაინც დაბრუნდა. დასაჯა ღარიბაშვილი, მაგრამ შეიცვალა რამე?

ივანიშვილის ხელში ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა სათამაშოდ გადაიქცა. ამიტომ ივანიშვილი, ვის დასჯის ან ვის წაახალისებს, ეს არის ივანიშვილის პირადი გუნება-განწყობის საკითხი“,- განაცხადა ბობოხიძემ.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.10.2024
გიორგი ანთაძე - აქამდე არასოდეს დამდგარა საქართველოს სტრატეგიული პროდასავლური კურსის გადახედვის საკითხი, ისევ დადგა ხანგრძლივი ერთპარტიული მმართველობის დამყარების საფრთხე
კახა ოქრიაშვილი - ზუსტად ვიცი, რომ დმანისში თავისუფალი, ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც ვერავინ დაიმონებს!