გერმანიაში ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს, მესამე კი - იძებნება

გერმანიაში, რავენსბურგის პოლიციამ ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა, მესამეს კი ამ დრომდე ეძებენ, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2023 წლის 27 მაისამდე პერიოდში, ეჭვმიტანილი პირები კონსტანცის ტბის რაიონში სახლებს ძარცვავდნენ და საერთო ჯამში, მათ მიერ მიყენებულმა ზარალმა 20 000 ევროზე მეტი შეადგინა.

არსებული ინფორმაციით, ორი ეჭვმიტანილი კარლსრუეს რაიონში ქურდობის დროს დააკავეს, მესამე ეჭვმიტანილი კი საზღვარგარეთ გაიქცა.

საქართველოს ეჭვმიტანილი მოქალაქეები 31-დან 34 წლამდე ასაკის პირები არიან.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა