ზურაბ ჩხაიძე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა აღნიშნავს გარკვეულ ჩივილებს

კლინიკა „ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის განმსაზღვრელი რაიმე პარამეტრის გაუარესება არ აღენიშნება, კვების კომპონენტი კი გაფართოებულია.

„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა აღნიშნავს გარკვეულ ჩივილებს. ეს საჯარო ინფორმაცია არ არის, სუბიექტური ჩივილებია და ყურადღებას საჭიროებს. სხვა პარამეტრის გაუარესება არ აღენიშნება. კვების კომპონენტი სრულყოფილი არ არის, მაგრამ კალორაჟი გაფართოებული, მომატებულია“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, მოსამართლის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრებაზე მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა. ბადრი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, პენიტენციური დეპარტამენტიდან ოქმია წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულს პროცესზე გამოცხადება, ან დისტანციურად დასწრება შესთავაზეს, თუმცა, მან უარი განაცხადა. მოსამართლის განმარტებითვე, სააკაშვილი უარის მიზეზად მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს