ალუდა ღუდუშაური - ოპოზიციას როგორ სცენარსაც დაუწერენ როზნერები და როზნერის უკან მდგომი სცენარისტები, იმას გააკეთებენ - მათ არც პრინციპები და არც მორალი გააჩნიათ

ოპოზიციას როგორ სცენარსაც დაუწერენ როზნერები და როზნერის უკან მდგომი სცენარისტები, იმას გააკეთებენ - მათ არც პრინციპები და არც მორალი გააჩნიათ, - ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციის პიარ კონსულტანტებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ღუდუშაურის შეფასებით, არსებობს პასუხისმგებლობისგან დაცლილი, სტერილური ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც ქართველი ხალხის მხარდაჭერა სრულიად სამართლიანად არა აქვს.

„ეტყვიან გახარიებს სადღაც წადი - წავა, ეტყვიან უღალატე საკუთარ ხალხსა და გუნდს - უღალატებენ, თქვი უარი კანონის აღსრულებაზე და გააკეთებენ ამას. ამის შემდეგ არავის არაფერი უკვირს.

ოპოზიციის წარმომადგენლები სადაც არ უნდა გადავიდნენ და როგორც არ უნდა გადაჯგუფდნენ და გაერთიანდნენ, ამ ყველაფერს არანაირი შედეგი არ ექნება, რადგან მათ ხელზე აქვთ სისხლი, რომელსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ჩამოირეცხავენ.

თუ ორი ნიკა გაერთიანდება და გახდება ერთი, წარმოუდგენელია, რა დივიდენდი და წონა შეიძლება ჰქონდეს მათ გაერთიანებას. ზურა გირჩი ჯაფარიძემ ქართველ ხალხს თავი საოკუპაციო ჯარებთან შარვლის ჩახდით და უკანალის ჩვენებით დაამახსოვრა - რასაც ისტორიის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები თავს სწირავდნენ, ამან საპირისპირო გააკეთა და ახლა ამ ადამიანებზე მეუბნებით, რომ ვისთანაც ზურა გირჩი ჯაფარიძე მივა, ის დაამარცხებს ხელისუფლებას. ეს არის წარმოუდგენელი რამ", - განაცხადა ღუდუშაურმა.

„ქართული ოცნების" დეპუტატმა პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებით გამოწვეულ შიშზეც ისაუბრა.

„მალე ერთი თვე გახდება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პოლიტიკაში შემოსვლის შესახებ. ამის შემდეგ დღე არ გასულა ივანიშვილს რომ არ ახსენებდეთ, რითაც ვხედავთ, თუ როგორ გეშინიათ - ივანიშვილის ეს აპოკალიფსური შიში სრულიად სამართლიანად გაქვთ!“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა