არმაზ ახვლედიანი - ზოგს მიაჩნია, რომ ივანიშვილი ტალეირანია, ფუშეა, მაგრამ მან ვერ გათვალა მთავარი: საქართველოში ავტორიტარიზმი არ მუშაობს - შეიძლება, რაღაც დროით გაუვიდეს, სხვებსაც გასვლიათ, მაგრამ მწარედ მთავრდება

ივანიშვილი რომ ყოფილიყო 90-იანი წლების დასაწყისში, როგორც ჩანს, არც აფხაზეთის ომი იქნებოდა. კიდევ მანამდე რომ ყოფილიყო, საბჭოთა კავშირში, ვინ იცის მსოფლიო ომიც არ გაჩაღებულიყო , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ახვლედიანმა გადაცემაში ისაუბრა „ქართულ ოცნების“ ყრილობის შედეგებზე და აღნიშნა, რომ პერიოდულად იცვლებიან პრემიერ-მინისტრები, მაგრამ ქვეყანაში არის ერთი მუდმივი მოცემულობა და მას ბიძინა ივანიშვილი ჰქვია.

„არაფერი ხდება უჩვეულო და განსაკუთრებული, იმიტომ, რომ ეს არის ჩრდილოვანი ოლიგარქიული მმართველობის სტილი. მერე რა, რომ პერიოდულად იცვლებიან პრემიერ-მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარეები, იცვლებიან სხვებიც, მაგრამ ქვეყანაში არის ერთი მუდმივი მოცემულობა და მას ბიძინა ივანიშვილი ჰქვია. იცვლებიან პლანეტები, მაგრამ მთავარი, მაინც იქ არის.

რა თქმა უნდა, ივანიშვილის გათვლები ბევრს აკვირვებს, აოცებს. ზოგს მიაჩნია, რომ ის ნამდვილი ტალეირანია, ფუშეა და ა.შ., მაგრამ გეტყვით, რომ ივანიშვილმა ვერ გათვალა მთავარი, ის, რომ საქართველოში ავტორიტარიზმი არ მუშაობს. შეიძლება, რაღაც დროით გაუვიდეს, სხვებსაც გასვლიათ, მაგრამ ძალიან მწარედ მთავრდება“,- განაცხადა ახვლედიანმა.

ამასთან, ახვლედიანი ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო, საქართველო რუსეთთან ომს თავიდან აირიდებდა.

ახვლედიანის თქმით, ივანიშვილი ყოფილა გამოსავალი და მას აუშენებია საქართველო.

„ივანიშვილი რომ ყოფილიყო 90-იანი წლების დასაწყისში, როგორც ჩანს, არც აფხაზეთის ომი იქნებოდა. კიდევ მანამდე, საბჭოთა კავშირში რომ ყოფილიყო, ვინ იცის, მსოფლიო ომიც არ გაჩაღებულიყო. ივანიშვილი ყოფილა გამოსავალი, ივანიშვილს აუშენებია საქართველო, ოღონდ კი ვერ ვხედავთ აშენებულს. არაფერს ვამბობ ჩაფლავებულ, მკვდარ დემოკრატიაზე. აქ, დემოკრატია არ ისინჯება. დემოკრატიას რა ვუყოთ? სამართლის უზენაესობას რა ვუყოთ? სად არის ეს სასამართლო, სად დაიკარგა? კორუფციას და კორუფციულ სქემებს რა ვუყოთ? ნეპოტიზმს? და ყველაზე მთავარს, იმას რომ ჩვენ მოქალაქეებს „ქართულმა ოცნებამ“ ივანიშვილის თამადობით წაგვართვა ნორმალური არჩევანის გაკეთების უფლება. არჩევნები ტარდება ისე, როგორც ივანიშვილს სურს“,- განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე მოსაზრებით, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ერთ რამეზე ოცნებობენ - თუ რომელი იქნება არაფორმალური მმართველი.

„ივანიშვილს ძალიან არ მოსწონს, როდესაც ვიღაც, მიუხედავად იმისა, რომ 17-ჯერ თუ 137 გადაუხდის მადლობას, თავის „კლანს“ აძლიერებს, ან ისეთ რამეს ჩადის, რაც ბატონს არ მოსწონს. როგორც ჩანს, იქ არის ივანიშვილის მიერ დაწესებული წითელი ხაზები. მე მაქვს „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის გამოცდილება, მაგრამ ამ საქმეების გამოცდილება კი არ მაქვს. ერთი კი ვიცი, რომ მაშინ პრემიერობის დროს ღარიბაშვილს დიდი ამბიციები ჰქონდა, ახლა ეს ამბიციები გაუორმაგდა, რადგან ღარიბაშვილი, კობახიძე და კალაძე ერთ რამეზე ოცნებობენ, ვინ იქნება ბიძინა მე- 2. ვინ იქნება არაფორმალური მმართველი.

თუ დასცალდათ, შეიძლება მე-9 ყრილობაზე ირაკლი კობახიძეს უთხრან: თქვენ დიდი კონსტიტუციონალისტი ხართ და სწავლა-განათლებას სჭირდებით, სტუდენტებს სჭირდებით ან ივანიშვილმა ჩათვალოს, რომ სასამართლოს თავმჯდომარე უნდა გახდეს. მშვიდად იქნება იქ, არ ინერვიულებს და ჭაღარა არ დაემატება თმაში“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა