ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, წელს დაიწყება არასახიფათო ნარჩენების განთავსების ორი ახალი ობიექტის მშენებლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის და ქვემო ქართლის რეგიონისთვის

2023 წელს მიმდინარეობდა და 2024 წელსაც გრძელდება სამუშაოები არასახიფათო ნარჩენების მართვის მიმართულებით. წელს დაიწყება არასახიფათო ნარჩენების განთავსების ორი ახალი ობიექტის მშენებლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის და ქვემო ქართლის რეგიონისათვის. ახალ ობიექტებზე, გარემოსდაცვითი კუთხით, გამოყენებული იქნება მაღალტექნოლოგიური, მათ შორის, ნაჟური წყლის გამწმენდი „რევერსული ოსმოსის“ სისტემა, რაც დააკმაყოფილებს გარემოს დაცვის თვალსაზრისით ყველა მოთხოვნას. მიმდინარე წელს დაგეგმილია ნარჩენების გადამტვირთი ორი სადგურის მშენებლობის დაწყებაც, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ, პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელიდან, უკვე დახურულია 25, მიმდინარეობს 4-ის და დაგეგმილია 12 არსებული ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები.

ასევე, მიმდინარეობს რუსთავის ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოებიც.

ქარსელაძის თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობის პარალელურად, გაგრძელდება არსებული ნაგავსაყრელების დახურვის ტენდენცია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე