ალექსანდრე თვალჭრელიძე - ვშიშობ, რომ საზოგადოებაში არაპოპულარული პოლიტიკური ფიგურის პირველ პლანზე წამოწევა, კობახიძისთვის სტრატეგიულად პოლიტიკური ხარაკირია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში მეწყრის გააქტიურებას 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 4 ადამიანის ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს.

დაზუსტებული ინფორმაციით, 200 მეტრის სიგრძეზე რამდენიმე მილიონი კუბური მეტრი მიწაა ჩამოსული, რის გამო გზაა გადაკეტილი. ახლა როცა მაშველები სტიქიის შედეგებს ებრძვიან, ადამიანების გადარჩენის გარდა, ყველაზე აქტუალური თემაა, შეიძლებოდა თუ არა მომხდარი თავიდან აცილება.

პარლამენტში გამოსვლისას სოფლის მეურნეობის მინისტრმა თქვა, მალე ქვეყანას 245 ბუნებაზე დაკვირვების სადგური ექნება, რომელიც მოახდენს სტიქიის გააქტიურების პრევენციას.

ვიცით, რომ საქართველოში მეწყრული ზონები საკმაოდ ბევრია. როგორ შეაფასებდით მომხდარს და მომხდარზე ხელისუფლების რეაგირებას?

აქამდე რომ გვქონოდა ქვეყანაში ბუნებაში დაკვირვების სადგურები, რამდენად დიდი იყო სტიქიური უბედურების თავიდან აცილების ალბათობა?

- სანამ ვსაუბრობდით, საუბედუროდ გარდაცვლილთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა... მე ძალიან ვწუხვარ კატასტროფის გამო და გულახდილ თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს.

თქვენ კითხვაზე პასუხის გაცემა ორი სიტყვით გამიჭირდება. დავიწყებ შემხვედრი კითხვით: არასდროს გაგკვირვებიათ, რომ ცნობები ეგზოგენური ბუნებრივი კატაკლიზმების მსხვერპლთა შესახებ ვრცელდება, ძირითადად, სამხრეთ ამერიკის ან შორეული აღმოსავლეთის ან კიდევ აფრიკის, მოკლედ, „მესამე სამყაროს“ ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან და ძალიან იშვიათად მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოებიდან?

საქმე კი იმაშია, რომ განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია დანერგილია კატასტროფების ადრეული შეტყობინებებისა და პრევენციის თუ შერბილების სისტემები. საუბედუროდ, მიუხედავად ჩვენი მთავრობის პრეტენზიისა, რომ გავხდეთ ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა, გეოდინამიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენ „მესამე სამყაროს“ მივეკუთვნებით. ეს ფაქტია, რომელსაც ვერანაირი კამათი ვერ შეცვლის.

განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია დანერგილია კატასტროფების ადრეული შეტყობინებებისა და პრევენციის თუ შერბილების სისტემები. საუბედუროდ, მიუხედავად ჩვენი მთავრობის პრეტენზიისა, რომ გავხდეთ ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა, გეოდინამიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენ „მესამე სამყაროს“ მივეკუთვნებით. ეს ფაქტია, რომელსაც ვერანაირი კამათი ვერ შეცვლის

ჯერ კიდევ დევდორაკის ტრაგედიის შემდეგ, როცა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი პირველად პრემიერმინისტრობდა, მე მას მივწერე წერილი, სადაც გავაფრთხილე, რომ ქმედითი ღონისძიებების გაუტარებლად გეოდინამიკური კატასტროფების მსხვერპლთა რიცხვი სულ უფრო გაიზრდებოდა.

საუბედუროდ, ასეც მოხდა. თუ გახსოვთ, რაჭის ტრაგედიის შემდეგაც იგივეს ვამბობდი და ეპიცენტრის გადატანას გურიასა და იმერეთში ვვარაუდობდი. მაგრამ შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამაყობს იმით, რომ მალე 245 სათანადოდ აღჭურვილი სადგური ამოქმედდება. მაგრამ ეს პრობლემის გადაჭრა არ არის. საქართველო გეოდინამიკურად აქტიური ქვეყანაა და პირველი რისკის რაიონების რიცხვი 7000 აღემატება. ამიტომ თუ ჩვენ არ შევცვალეთ მიდგომა და პრინციპულად განსხვავებული ტექნოლოგიები თუ არ დავნერგეთ, ვერც 245 და ვერც 1000 სადგურით პრობლემას ვერ გადავწყვეტთ. პირველი კლასის არითმეტიკაა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამაყობს იმით, რომ მალე 245 სათანადოდ აღჭურვილი სადგური ამოქმედდება. მაგრამ ეს პრობლემის გადაჭრა არ არის. საქართველო გეოდინამიკურად აქტიური ქვეყანაა და პირველი რისკის რაიონების რიცხვი 7000 აღემატება. ამიტომ თუ ჩვენ არ შევცვალეთ მიდგომა და პრინციპულად განსხვავებული ტექნოლოგიები თუ არ დავნერგეთ, ვერც 245 და ვერც 1000 სადგურით პრობლემას ვერ გადავწყვეტთ. პირველი კლასის არითმეტიკაა

ამასთან, სიხარბით გაჟღენთილი, ყოველგვარ ეკოლოგიურ კონტროლს მოკლებული მშენებლობები ართულებს სიტუაციას და ყოველდღიურად გეოდინამიკური აქტივობის ახალ კერებს აჩენს. ამ თვალსაზრისით, თბილისში ძალიან მაშფოთებს სოლოლაკი, განსაკუთრებით ჭონქაძის ქუჩის მთაწმინდას მიბჯენილი შენობები და ნინო ჟვანიას ქუჩა.

ლოგიკურია კითხვა: რატომ არ ინერგება საქართველოში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, თუკი ასეთი ტექნოლოგიების დანერგვა, მაგალითად, სამედიცინო სფეროშია შესაძლებელი? ასეთ ვითარებას რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება განაპირობებს.

პირველი და მთავარი გახლავთ საქართველოს გეოლოგიური სამსახურის გაუქმება, რასაც მე მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ მთავარ დანაშაულად მივიჩნევ. საქართველოს გეოლოგიური სკოლა მოწინავე იყო არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, არამედ საერთოდ აღმოსავლეთ ევროპაში და ახლა მოწვეულ ექსპერტებად ის პიროვნებები გვევლინება, რომლებსაც დარგის საწყისებს ჩვენ ვასწავლიდით.

საქართველოს გეოლოგიური სამსახურის გაუქმება, რასაც მე მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ მთავარ დანაშაულად მივიჩნევ. საქართველოს გეოლოგიური სკოლა მოწინავე იყო არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, არამედ საერთოდ აღმოსავლეთ ევროპაში და ეხლა მოწვეულ ექსპერტებად ის პიროვნებები გვევლინება, რომლებსაც დარგის საწყისებს ჩვენ ვასწავლიდით

20 წლის განმავლობაში დარგში მრავალი ახალი ტექნოლოგია დაინერგა, რომელიც ჩვენი საჯარო სტრუქტურების ყურადღების მიღმა დარჩა. სააგენტოების ქსელი, რომელიც გეოლოგიური სამსახურის სანაცვლოდ შეიქმნა, ვერ ასრულებს თავის მისიას. იქ პროფესია არ ვითარდება, ვინაიდან ამ სააგენტოებს, ძირითადად, იურისტები, ანუ არაპროფესიონალები ხელმძღვანელობენ.

ისინი შეიძლება კარგი მენეჯერები არიან, მაგრამ მათ არა აქვთ დარგის განვითარების სტრატეგიული ხედვა, ხოლო უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტების კვალიფიკაცია და მიუკერძოებლობა ვერავითარ სტანდარტს ვერ პასუხობს. შედეგად, მაგალითად, 5 წლის განმავლობაში ვერ შეიქმნა სამთო კოდექსი, ხოლო შემოთავაზებული პროექტი კოტ დივუარის კანონმდებლობაზე უარესია.

პარადოქსია: ნიგერია აფუძნებს გეოლოგიურ სამსახურს, ჩვენ კი ვაუქმებთ.

ასეთ ვითარებაში ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მოძველებული ტექნოლოგიების მძევლები.

ის, რაც უნდა გაკეთდეს, მე არაერთხელ გამომიქვეყნებია და ახლა ამის გამეორებას არ ვაპირებ.

- 6 თებერვალს პარლამენტში პრეზიდენტი გამოვიდა. მისი გამოსვლა ბევრმა შეაფასა, როგორც, საკმაოდ კრიტიკული მმართველი გუნდისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

თქვენ როგორ შეაფასებდით პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას?

- როგორც ყველა ბოლოდროინდელი გამოსვლა, ქალბატონი სალომეს საპარლამენტო მოხსენებაც გაჟღენთილი იყო საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პათოსით და ის აკრიტიკებდა ყველას და ყველაფერს, რაც მისი აზრით ამ პროცესს ეწინააღმდეგება.

სიტყვამ მოიტანა და ძალიან გამაკვირვა ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომ თურმე ქალბატონი სალომე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებოდა.

როგორც ყველა ბოლოდროინდელი გამოსვლა, ქალბატონი სალომეს საპარლამენტო მოხსენებაც გაჟღენთილი იყო საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პათოსით და ის აკრიტიკებდა ყველას და ყველაფერს, რაც მისი აზრით ამ პროცესს ეწინააღმდეგება

მართლაც, პოლიტიკოსების სიტყვამ თავისი წონა დაკარგა. ხშირად ამბობენ იმას, რისი თვითონ არ სჯერათ. ახლა დააყენეთ თქვენი თავი რიგითი ამომრჩევლის ადგილზე და ცადეთ საარჩევნოდ სწორი გადაწყვეტილების მიღება.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტია, ძალიან მცირე გამონაკლისით, „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად“ შერაცხა და სახელმწიფო ინტერესების ღალატში დებს ბრალს.

„ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ პარტიას „რუსულ ოცნებას“ ეძახის და პუტინთან ალიანსში ადანაშაულებს. შესაბამისად, ქალბატონი სალომე ხან „ქართული ოცნების“, ხან კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტად გვევლინება, მაგრამ არასდროს - საქართველოს პრეზიდენტად, რომლის ფუნქციის შესრულებასაც იგი გულახდილად თავისი მრწამსის შესაბამისად ცდილობს.

მეჩვენება, რომ ზურაბიშვილი ერთადერთი ხელისუფლების წარმომადგენელია, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ვიწროდ პარტიული თუ პირადი ინტერესების მაღლა აყენებს. სავალალო მდგომარეობაა.

- პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა საკმაოდ მკაფიოდ მოითხოვა პასუხები კითხვაზე - რას ნიშნავს პოლიტიკაში დაბრუნებისას ივანიშვილის მიერ ნათქვამი სიტყვები კორუფციაზე? ერთპარტიულ მმართველობით აპირებს ივანიშვილი ქვეყნის ევროპაში შეყვანას?

პრეზიდენტმა იკითხა - რატომ გაუშვით პრემიერი ღარიბაშვილი და რატომ შეცვალეთ იგი კობახიძით,? როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს ჩინჩალაძესა და მურუსიძეს?

ცხადია, პრეზიდენტი თვლის, რომ მის მიერ ჩამოთვლილი საკითხები ევროპისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნისთვის პრობლემებია.

რადგან პრეზიდენტმა კითხვები ოფიციალურად დასვა და მათზე პასუხები ივანიშვილისგან მოითხოვა, კითხვას ასე დავსვამ - ამ დასმულ კითხვებზე ივანიშვილი უპასუხებს თუ არა პრეზიდენტს? თუ არ უპასუხა, პასუხის გაუცემლობა რას შეიძლება ნიშნავდეს?

- შეიძლება ვცდები, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს კითხვები არსებითად, ვიმეორებ, არსებითად პასუხგაუცემელი დარჩება შემდეგი მიზეზის გამო.

2012 წელს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ფართო კოალიციის შექმნა შეძლო. ეს კოალიცია მკვეთრად შევიწროვდა 2016 წლის არჩევნებში. 2020 წელს კი „ქართული ოცნება“ მარტო დარჩა.

ამ წლის არჩევნებში „ქართული ოცნებისთვის“ კოალიციის შექმნის შესაძლებლობა, თუ არ ჩავთვლით „ხალხის ძალას“, რომლისთვისაც საარჩევნო ცენზის გადალახვა ერთობ საეჭვოა, პრაქტიკულად ნულის ტოლია. ამას, სხვათა შორის, თვითონ პარტიის ლიდერებმა შეუწყვეს ხელი, როცა ყველა ოპოზიციური პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტებად გამოაცხადეს.

დღესდღეობით აშკარად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს. საკითხავია, საკმარისი იქნება ხმათა ეს წილი იმისთვის, რომ პარტიამ მთავრობა დამოუკიდებლად დააკომპლექტოს?

დღესდღეობით აშკარად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს. საკითხავია, საკმარისი იქნება ხმათა ეს წილი იმისთვის, რომ პარტიამ მთავრობა დამოუკიდებლად დააკომპლექტოს?

სხვანაირად მთავრობას გაერთიანებული ოპოზიცია დააკომპლექტებს, რასაც მოჰყვება საქართველოს პარლამენტის „ქნესეთიზაცია“, ანუ მივიღებთ ისრაელურ მოდელს, რომელიც ხასიათდება გაუთავებელი საპარლამენტო კრიზისებითა და რიგგარეშე არჩევნებით.

მიმაჩნია, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამას ყველაფერს აანალიზებს და არჩევნებში გამარჯვების ფსონს ძლიერი ცენტრისტული ძალის არარსებობაზე დებს.

გასაგებია, რომ პრეზიდენტის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა ბატონი ბიძინასთვის წამგებიანი იქნება.

მიმაჩნია, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამას ყველაფერს აანალიზებს და არჩევნებში გამარჯვების ფსონს ძლიერი ცენტრისტული ძალის არარსებობაზე დებს... პრეზიდენტის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა ბატონი ბიძინასთვის წამგებიანი იქნება

- პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიქმნას საკოორდინაციო ცენტრი, - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, რომელიც თავს მოუყრის ყველა კონკრეტულ შეთავაზებას.

პრეზიდენტის ამ ინიციატივის მიზანი იყო ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად პოლიტიკურ ძალებს შორის ყოფილიყო დიალოგი და ეს პროცესი დაჩქარებულიყო.

ამ ინიციატივაზე მმართველი გუნდის რეაქცია იყო უარყოფითი. თუმცა, ოპოზიციური პარტიების ნაწილი პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმა და გამოთქვა პრეზიდენტთან თანამშრომლობის სურვილი.

ახლა როცა ვიცით, რომ ქვეყნის ევროპული გზა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე გადის, თქვენი დაკვირვებით, რატომ ამბობს მმართველი პარტია უარს ევროპულ თემებზე პრეზიდენტთან თანამშრომლობაზე?

- ბატონი ირაკლი კობახიძის, ჩემი აზრით, წინდაუხედავი გამოსვლის გამო, როცა მან ქალბატონი სალომე „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტად შერაცხა, ასევე, აბსოლუტურად აბსურდული იმპიჩმენტის მცდელობის შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ გადაიჭრა პრეზიდენტთან თანამშრომლობის ყველა შესაძლებლობა და ახლა მათი ლიდერები იძულებულნი არიან გამოაცხადონ, რომ ქალბატონი სალომე მათთვის პრეზიდენტი არ არის.

რასაკვირველია, ასეთ ვითარებაში „ქართული ოცნებისა“ და პრეზიდენტის თანამშრომლობა შეუძლებელია. არ მიყვარს წინასწარმეტყველება, მაგრამ ჩემი აზრით „ქართული ოცნება“ ამ პოლიტიკის შედეგებს მალე იგემებს.

„ქართული ოცნებისა“ და პრეზიდენტის თანამშრომლობა შეუძლებელია, არ მიყვარს წინასწარმეტყველება, მაგრამ ჩემი აზრით „ქართული ოცნება“ ამ პოლიტიკის შედეგებს მალე იგემებს ? ? ?

- პრემიერ ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, პრემიერის თანამდებობაზე წარდგენილმა ირაკლი კობახიძემ და მთავრობის სხვა წევრებმა თავდაცვის მინისტრად წარდგენილ ჩიქოვანთან ერთად პარლამენტის კომიტეტებში მოსმენები უკვე გაიარეს.

ცოტაც და ქვეყანას პრაქტიკულად, თითქმის ძველი შემადგენლობით, ახალი მთავრობა და ახალი პრემიერი ეყოლება.

დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი თანხმდება მოსაზრებაში, რომ ირაკლი კობახიძის გაპრემიერების შემდეგ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება, ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო.

ამის მიზეზად ისინი იმას ასახელებენ, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს 2012 წლიდან არა პრემიერ-მინისტრები, არამედ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ახლა უკვე ამავე პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იღებს, რომელსაც მმართველი პარტიის წესდებაში შეტანილი ცვლილებებით პარტიიდან პრემიერის წარდგენის უფლება აქვს მინიჭებული.

პრემიერ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით რა სიახლეები და ნოვაციებია მოსალოდნელი წლის ბოლომდე? განსაკუთრებით ისეთ თემებში, რომელიც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას უკავშირდება?

- არავითარ ნოვაციებს არ ველი. ბატონი ირაკლი კობახიძის პოლიტიკა იქნება პრაგმატული და არჩევნებზე მიმართული.

არ გამოჩნდება არავითარი სტრატეგია, ჩვენ დავინახავთ მხოლოდ წუთიერი რეალობით გამოწვეულ ტაქტიკურ სვლებს.

- მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე გახდა, პოლიტიკაში მის მესამედ დაბრუნებაზე საუბარი და მსჯელობა არ წყდება.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ პოლიტიკაში დაბრუნებაზე გადაწყვეტილება ივანიშვილს მსოფლიოში გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებთან კონსულტაციის შემდეგ ჰქონდა მიღებული.

დამკვირვებელთა მეორე ნაწილი ამ თემაზე მსჯელობისას ავითარებს აზრს, რომ ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში იმის გამო დაბრუნდა, რომ პოლიტიკური იმუნიტეტი შეიძინოს და თავი და თავისი ქონება დაიცვას. მეტიც, იგი პოლიტიკაში არა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, არამედ, პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობს.

სავარაუდოდ, რა მიზეზმა, თუ მიზეზთა ერთობლიობამ გადააწყვეტინა ბატონ ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნება?

გაქვთ განცდა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების შემდეგ საქართველო დაჩქარებული ტემპებით გააგრძელებს ევროკავშირთან ინტეგრაციას?

- უპირველეს ყოვლისა, მინდა გავიკვირვო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით გამოწვეული, თქვენ ტერმინოლოგიას თუ ვიხმართ, „დამკვირვებელთა“ გაოცება. კიდევ კარგი, მათ ექსპერტებს არ ეძახით. რა, პირველად დაბრუნდა არჩევნების წინ ბატონი ბიძინა პოლიტიკაში? რა, პირველად მოხდა არჩევნების წინ პრემიერის ჩანაცვლება? რა, პირველად მოხდა ისე, რომ პოლიტიკაში დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვის შემდეგ იგი დადუმდა და ელის მოვლენათა განვითარებას?

ვშიშობ, რომ საზოგადოებაში არაპოპულარული პოლიტიკური ფიგურის პირველ პლანზე წამოწევა სტრატეგიულად კობახიძისთვის პოლიტიკური ხარაკირია

მეჩვენება, რომ ბატონი ბიძინას პოლიტიკა მკვეთრად პრაგმატული იქნება და დიდწილად დაეფუძნება კონფიდენციურ, მაგრამ ღრმა პერმანენტულ სოციალურ კვლევებს.

ამ თვალსაზრისით, იგი ფასადურად მაინც გააგრძელებს ევროპისკენ წინსვლას. მაგრამ, ამავდროულად იგი გაწირავს ყველას, ვინც თუნდაც იოტისოდენად გახდება საარჩევნო კამპანიის დამაბრკოლებელი. ამიტომ ვშიშობ, რომ საზოგადოებაში არაპოპულარული პოლიტიკური ფიგურის პირველ პლანზე წამოწევა სტრატეგიულად კობახიძისთვის პოლიტიკური ხარაკირია.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ვახტანგ ხმალაძე - როცა ცესკოს მიმართ ნდობა დაბალია, არჩევნების ჩატარება სახიფათო რისკების შემცველია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას
ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობს 8 ცხოვრებისეულ მოლოდინზე, რომელიც ხშირად განგრევთ
სილქნეტის მაღაზიებში „National Geographic საქართველოს“ სპეციალურ ფასად შეიძენთ