შალვა პაპუაშვილი - ათწლეულებია აშშ-ს ვაჩვენებთ, რას ნიშნავს პარტნიორობა და მეგობრობა ქართულად - ჩვენი მოლოდინია, რომ საპასუხოდ ვნახავთ მეგობრობას, სავიზო რეჟიმის მოხსნას, პირდაპირ ფრენას და თავისუფალ ვაჭრობას

ჩვენ უკვე ათწლეულებია ამერიკის შეერთებულ შტატებს ვაჩვენებთ, თუ რას ნიშნავს პარტნიორობა და მეგობრობა ქართულად - ჩვენი მოლოდინი არის, რომ ამ მეგობრობის საპასუხოდ ვნახავთ მეგობრობას, რომელიც გულისხმობს სავიზო რეჟიმის მოხსნას საქართველოსთვის, პირდაპირ ფრენას საქართველოსთან და თავისუფალ ვაჭრობას საქართველოსთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „იმ მეგობრობის ქართულ ხედვას, რომელსაც ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს პარტნიორებს, შესაბამისი საპასუხო ნაბიჯები უნდა ჰქონდეს“.

„ჩვენ უკვე ათწლეულებია ამერიკის შეერთებულ შტატებს ვაჩვენებთ, თუ რას ნიშნავს პარტნიორობა და მეგობრობა ქართულად. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოხსნილი გვაქვს სავიზო ვალდებულებები ამერიკის მოქალაქეებისთვის, ჩვენ გვაქვს შექმნილი ყველანაირი პირობები ამერიკის მოქალაქეებისთვის ბიზნესის წარმოების გასააქტიურებლად საქართველოში. ჩვენ ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ ვიბრძოდით სხვადასხვა ცხელ წერტილში და მათ შორის, ვიყავით პირველი ლამის ნატოს-ს ქვეყნებს შორისაც, ნატოს-ს წევრ 23 მეტ ქვეყანაზე მეტი კონტინგენტი ავღანეთში გვყავდა. ჩვენ ავღანეთში რამდენი ჯარისკაციც დავკარგეთ იმდენი ზოგიერთ ნატო-ს წევრ ქვეყანას არც კი ჰყოლია, იმდენი ჯარისკაცი ავღანეთში. ეს არის მეგობრობა ქართულად. ჩვენი მოლოდინი არის, რომ ამ მეგობრობის საპასუხოდ ვნახავთ მეგობრობას, რომელიც გულისხმობს სავიზო რეჟიმის მოხსნას საქართველოსთვის, პირდაპირ ფრენას საქართველოსთან და თავისუფალ ვაჭრობას საქართველოსთან. საუბარი იყო და მათ შორის, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ჩინეთთან სულ ახლახან სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოყალიბდა, სულ ახლახან საქართველომ სავიზო ვალდებულები ჩინეთის მოქალაქეებისთვის მოხსნა. ნახეთ, რომ საპასუხოდ რამდენიმე თვეში ჩინეთმაც სავიზო ვალდებულებები მოხსნა. საუბარია იმაზე, რომ თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებს ბევრ ქვეყანასთან უვიზო ურთიერთობა არ აქვს, 40-ზე ცოტა მეტ ქვეყანასთან აქვს. ჩინეთს 38 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა აქვს. 38-ში ერთ საქართველოა. ასე, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, ეს სურვილი გვაქვს, რომ ქართულ მეგობრობას და იმ მეგობრობის ქართულ ხედვას, რომელსაც ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს პარტნიორებს, სხვადასხვა ქვეყანას, შესაბამისი საპასუხო ნაბიჯები ჰქონდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა