ანა ნაცვლიშვილი - ქვეყნის რეპუტაციის დაცვას ბრალდებებისგან სჭირდება ხელისუფლებისგან სწორი ნაბიჯები და ახსნა, როგორ მუშაობს სამინისტრო და არა დარბაზში „ყმუილი“ და „ღმუილი“

ქვეყნის რეპუტაციის დაცვას არასწორი, თუ ასეთია, ბრალდებებისგან სჭირდება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან სწორი ნაბიჯების გადადგმა მშვიდად და ახსნა, როგორ მუშაობს სამინისტრო, - ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მას შემდეგ, რაც პლენარულ სხდომაზე რომან გოცირიძის მიერ დასმულ კითხვას, ხმაური მოჰყვა.

ნაცვლიშვილის თქმით, დეპუტატების მხრიდან ამ პრობლემას სჭირდება საპარლამენტო ზედამხედველობა და არა დარბაზში „ყმუილი და ღმუილი“.

„ბატონო მინისტრო, კითხვა დაისვა თქვენი მისამართით ჩემი კოლეგის მხრიდან. შესაძლოა, ამ კითხვას არ ეთანხმებოდეთ და ნამდვილად მწვავე კითხვა იყოს, იმიტომ, რომ ქვეყნის რეპუტაცია არა მგონია, რომ ვინმეს ამ დარბაზში არ აღელვებდეს, მით უმეტეს ძალიან მძიმე კონტექსტში, როგორშიც ეს კითხვები ისმება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გესმით სწორად ამ კითხვის შინაარსი. რადგან ქვეყნის რეპუტაციის დაცვას არასწორი, თუ ასეთია, ბრალდებებისგან სჭირდება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან სწორი ნაბიჯების გადადგმა მშვიდად და ახსნა, როგორ მუშაობს სამინისტრო. ჩვენი მხრიდან ამას სჭირდება საპარლამენტო ზედამხედველობა და არა დარბაზში „ყმუილი“ და „ღმუილი“, რისი შემსწრეც გავხდით“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

გარდა ამისა, დეპუტატმა მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რომ პარლამენტის რეგლამენტის 90-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მას არ აქვს უფლება, რომ კომენტარი გააკეთოს დეპუტატის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე.

„ბატონო შალვა, კიდევ ერთხელ მინდა, ვიცი, რომ კიდევ ბევრჯერ დაარღვევთ, სანამ პარლამენტის თავმჯდომარე ხართ, მაგრამ საზოგადოებისთვის განვმარტო, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 90-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ გააკეთოთ კომენტარი დეპუტატის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია