ირაკლი მეზურნიშვილი - უზბეკეთთან პირდაპირი რეისები გვაქვს, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით იგეგმება რეისების რაოდენობის გაზრდა, რაც ტურიზმის განვითარებას წაახალისებს

უზბეკეთი თავისი სატრანსპორტო შესაძლებლობების გამოყენებით ძალიან არის დაინტერესებული. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს პირდაპირი რეისები უზბეკეთთან. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით იგეგმება რეისების რაოდენობის გაზრდა, რაც ტურიზმის განვითარებას წაახალისებს , - განაცხადა უზბეკეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა.

მისივე თქმით, უზბეკეთის დედაქალაქში, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა.

„შეხვედრებზე ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა და „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, დავსახეთ სამომავლო მიზნები. ჩვენ ვაგრძელებთ კარგ ურთიერთობას უზბეკეთთან, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ცენტრალური აზიის რეგიონში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები უზბეკეთის, თურქმენეთის და ყაზახეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე