PSC-ის დელეგაცია - ბევრი დრო არ არის - ახლა ცხრა ნაბიჯის შესრულებისა და იმ გადაწყვეტილებებისთვის თავის არიდების დროა, რომელთაც ევროკავშირისკენ გზაზე ხელის შეშლა შეუძლიათ

ახლა ცხრა ნაბიჯის შესრულებისა და იმ გადაწყვეტილებებისთვის თავის არიდების დროა, რომელთაც ევროკავშირისკენ გზაზე ხელის შეშლა შეუძლიათ, - ამის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საბჭოს (PSC) დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში PSC-ის წევრები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და საქართველოს ოფიციალური პირებს ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ნაბიჯების შესრულებისთვის იწვევენ.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციები არის მკაფიო სახელმძღვანელო.

„საჭირო რეფორმები და პროგრესი დაყოვნების გარეშე და მთლიანი საზოგადოების ჩართულობით უნდა იქნას შესრულებული - მთავრობის, ყველა პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.

ბევრი დრო არ არის. ახლა ცხრა ნაბიჯის შესრულებისა და იმ გადაწყვეტილებებისთვის თავის არიდების დროა, რომლებსაც ევროკავშირისკენ გზაზე ხელის შეშლა შეუძლიათ. შეშფოთებები, რომლებიც ბოლო დროის ზოგიერთ ინიციატივასთან დაკავშირებით არსებობს, მათ შორის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე" კანონპროექტთან, საქართველოს ოფიციალურ პირებთან იქნა განხილული, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის სპიკერის 2024 წლის 4 აპრილის განცხადებაზე დაყრდნობით. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მის ღირებულებებს, რომლებიც ქარტიაშია ასახული”, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, PSC-ის წევრებმა საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდეს, მომენტით ისარგებლონ, მათ შორის 2024 წლის 26 ოქტომბერს მომავალი საპარლამენტო არჩევნების ფონზე.

ამ კონტექსტში, ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მოიწვიოს ODIHR-ის დამკვირვებლები. ასევე ევროკავშირი აღნიშნავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას და საუბრობს ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის მიერ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული შესწორებების განხორციელების მნიშვნელობაზე.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საბჭოს (PSC) წევრები სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან. დელეგაცია, რომელსაც PSC-ის თავმჯდომარე ელჩი დელფინე პრონკი ხელმძღვანელობს, შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში