ანრი ოხანაშვილმა ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომ პარლამენტში მუშაობის შესაძლებლობა მედიასაშუალების ბევრ წარმომადგენელს არ მიეცა, დეზინფორმაცია უწოდა, რის გამოც მას მიკროფონი გაუთიშა

სამწუხაროდ, დღეს ამ სხდომაზე დასწრების საშუალება და უფლება არ მიეცა ძალიან ბევრი მედიის წარმომადგენელს, განსაკუთრებით ონლაინ მედიის წარმომადგენლებს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რა დროსაც კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მას მიკროფონი გამოურთო.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მისი ვალდებულებაა დეზინფორმაციის დროს გათიშოს მიკროფონი და თქვას სიმართლე.

„ტყუილია! თქვენ როდესაც ამბობთ, რომ არ მიეცა საშუალება ბევრს დასწრების, ეს არის ტყუილი. აქ არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბევრნი, ვინც მოგვმართა მაქსიმალურად შევძელით, რომ დასწრებოდნენ დღევანდელ სხდომას. ასევე, მედიაორგანიზაციების სახელით ვინც ითხოვა დასწრება, მასაც მივეცით საშუალება. დეზინფორმაციის შემთხვევაში გავთიშავ ყველა მიკროფონს!“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, დღეს პარლამენტში შესვლის უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს მიეცათ, სხვა მედიასაშუალებების, მათ შორის "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტებს კი საკანონმდებლო ორგანოში შესვლისა და ადგილზე მუშაობის შესაძლებლობა არ აქვთ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია