ირაკლი ბერაია - დაპირისპირების რისკს ის ადამიანები ქმნიან, რომლებმაც ახალგაზრდები წაიყვანეს და გაუცნობიერებლად, გაუაზრებლად უცხო ძალების სამსახურისთვის დაადებინეს ფიცი

დაპირისპირების რისკს ის ადამიანები ქმნიან, რომლებმაც ახალგაზრდები წაიყვანეს და გაუცნობიერებლად, გაუაზრებლად უცხო ძალების სამსახურისთვის დაადებინეს ფიცი - ძალიან ბევრი ადამიანის სურვილია ჩატარდეს აქცია, სადაც დააფიქსირებენ, რომ სურთ ევროპისკენ ღირსებით სიარული და პატივს სცემენ ენას, მამულს და სარწმუნოებას, - ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტების კითხვას, რამდენად ქმნის “ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს, პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილი კონტრაქცია დაპირისპირების საფრთხეს.

ბერაიას ინფორმაციით, 29 აპრილის აქციაში “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიიღებს მონაწილეობას.

„არ არსებობს არგუმენტი იმისა, რომ “უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის ცუდი და რუსული.

ადამიანებს ამის თაობაზე აზრის დაფიქსირების სურვილი აქვთ და ვერ ვხვდები, ამის გამო დაპირისპირება რატომ უნდა მოხდეს - ვინმეს ინტერესშია რომ დაპირისპირება მოხდეს? პოზიციის დაფიქსირების ლეგიტიმური უფლება მხოლოდ პროექტის მოწინააღმდეგეებს აქვთ?! ვინმეს არა აქვს ამ ქვეყანაში საპირისპირო აზრის დაფიქსირების უფლება?!

თუ ვინმე ქვეყნის მოღალატის ინტერესშია, რომ დაპირისპირება და რადიკალიზაცია მოხდეს, პირობას გაძლევთ, რომ ყველა კანონის უმკაცრესი ფორმით აგებს პასუხს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს