სალომე სამადაშვილი - ბიძინა, გამოიხედე და შეხედე, ეს არის ქართველი ხალხი! - 1921 წელი არ მოხდება!

არ გაბედოთ მეორედ ჩვენი რწმენის შეურაცხყოფა თქვენ მანქურთებო, -ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საპროტესტო აქციაზე ხელისუფლების მისამართით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

„დღეს საქართველოში ბიძინა ივანიშვილს უნდა გაიმეოროს 1921 წელი, როდესაც გაუქმდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენ საბჭოთა იმპერიის კლანჭებში დავრჩით. ბიძინას მინდა ვუთხრა, ბიძინა, გამოიხედე და შეხედე, ეს არის ქართველი ხალხი, 1921 წელი არ მოხდება. საქართველო იქნება დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ ვიქნებით ევროპული სახელმწიფო. ხვალ რამდენიც გინდა, იმდენი შეშინებული საჯარო მოხელე დააყენე აქ იმიტომ, რომ ეს არის თავისუფალი ხალხი, ეს არის საქართველო, ამ ქვეყანას არასდროს დაგითმობთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ, სისხლის ბოლო წვეთამდე. არ გაბედოთ მეორედ ჩვენი რწმენის შეურაცხყოფა თქვენ მანქურთებო. მართლა ყოველგვარი რელიგიის, ყოველგვარი სამშობლოს, ყოველგვარი რწმენის გარეშე კორუმპირებულო ადამიანებო. ვის გაუბედეთ, რომ თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ევროპული მომავალი წაგვართვათ? არ დაგითმობთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ!“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს