გია ხუხაშვილი - ბიძინა პუტინს ეთანხმება

ბიძინა პუტინს ეთანხმება, იმავე ჭკუაზეა, ეს არის პრობლემა, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მნიშვნელობა არ აქვს დაპირებებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა დღეს გააჟღერა, რადგან მან ანტიდასავლური რიტორიკა გამოიყენა, რაც ძალიან სახიფათოა.

გია ხუხაშვილის თქმით, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა „ხალხი მიშასგან გაათავისუფლა და ახლა თვითონ არის მიშა“.

„შოკირებული ვარ მისი გამოსვლით, ეს არ არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მე ვიცნობდი. გარკვეულწილად შემებრალა კიდეც, რადგან აშკარად ჩანს, რომ სიტუაციის მძევალია. მსგავსი რაღაცები ჩვენ პუტინისგან მოგვისმენია, როდესაც ის რუსეთში სუვერენულ დიქტატურას ამყარებდა.

ბიძინა ივანიშვილს აბსოლუტურად სკანდალური განცხადება ჰქონდა. რუსეთი უარყოფით კონტექსტში საერთოდ არ განუხილავს და პარტნიორების 80% როგორც „აგენტი“ ისე მოიხსენია. ადრე ჩემს თვალში ის აბსოლუტურად პროდასავლელი იყო. დღეს ის სულ სხვა ადამიანია.

მის გამოსვლაში ისე ჩანდა, თითქოს დასავლეთმა დაგვაკარგვინა ტერიტორიების 20%. ეს დაწერილი სცენარია, რომლითაც მას სურს, ქვეყანა წაიყვანოს. რომელიმე რუსულ არხზე გადართეთ და ნახავთ, რომ ლავროვისა და პუტინის ნალაპარაკებს სიტყვა-სიტყვით იმეორებს. ბიძინა პუტინს ეთანხმება, იმავე ჭკუაზეა, ეს არის პრობლემა.

ბიძინა ივანიშვილის რომელი პირობა ნახეთ შესრულებული? ხალხი მიშადან გაათავისუფლა და ახლა თვითონ არის მიშა. რა მნიშვნელობა აქვს რა ილაპარაკა, დაპირებები მაინც არ შესრულდება. ერთადერთი მნიშვნელოვანი არის ის, რომ ანტიდასავლური რიტორიკა იყო, ეს არის ძალიან სახიფათო“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა