მამუკა მდინარაძე ოპოზიციას - გუშინ გასაყრელები გაყარეს! გაყრა თქვენს გამო იყო და თუ ისე მოიქცევით, როგორც გუშინ იქცეოდით, დღესაც გაგყრიან - ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა!

გუშინ გასაყრელები გაყარეს! გაყრა თქვენს გამო იყო და თუ ისე მოიქცევით, როგორც გუშინ იქცეოდით, დღესაც გაგყრიან - ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა! - ასე მიმართა ოპოზიციონერ დეპუტატებს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის შეფასებისას მდინარაძემ განაცხადა ისიც, რომ თავად ოპოზიცია მოიქცა ისე, რომ გარეთ დარჩნენ.

29 აპრილს გამართულ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს, კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს რამდენჯერმე გაუთიშა მიკროფონი, მისცა მათ გაფრთხილება და შემდეგ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

ჯამში, ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან 14 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა: - გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი, ანა წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი, დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე, ხატია დეკანოიძე, ნიკა მაჭუტაძე, თინა ბოკუჩავა და თეონა აქუბარდია. მან სხდომა დაატოვებინა ასევე, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს. დეპუტატებმა, იაგო ხვიჩიამ, ანა ნაცვლიშვილმა და პაატა მანჯგალაძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით დღეს პლენარულ სხდომაზე გავა. როგორც უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მათ არსად ეჩქარებათ და განხილვის პროცესი შეიძლება ორი-სამი დღე გაგრძელდეს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია